პიონერფილმი

რატომ უხარიათ ბავშვებს პიონერფილმში მოსვლა?

55 წლის წინ, სასახლეში ჩამოყალიბდა კინომოყვარულთა სტუდია, რომელსაც „პიონერფილმი" დაარქვეს. პირველი ფილმი, რომელიც იქ გადაიღეს იყო „ჩვენ მეგობრები ვართ".


როგორ იღებენ ბავშვები სტუდიაში ფილმებს?! ერთხელ მეცადინეობაზე ბავშვი იწევს ხელს და ამბობს: „მე მინდა გადავიღო ფილმი". გაჩნდა მოსაზრებები, მოსწავლეები ასახელებდნენ სხვადასხვა სცენებს, შეადგინეს კინოგადამღები ჯგუფი. ერთი იყო ოპერატორი, მეორე _ რეჟისორი, მსახიობები, გამნათებლები და ა. შ. ბავშვებმა შეარჩიეს გადასაღები ადგილი, შემდეგ მონტაჟი, გახმოვანება, მუსიკა, ტიტრები და გამოვიდა ფილმი, რომელსაც დაარქვეს „სიყვარული ყველას უნდა". ამ ფილმმა რამდენიმე პრიზი მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.


კინოხელოვნეა სინთეზური ხელოვნებაა, ამიტომ სტუდიის პედაგოგები იწვევენ ოპერის მომღერლებს, მხატვრებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. „პიონერფილმელები" დადიან თეატრებში, გამოფენებზე. მათი ხშირი სტუმრები არიან კინორეჟისორები, მსახიობები, კინოოპერატორები. „პიონერფილმელები" მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობებში. მაგალითად მონაწილეობა მიიღეს დიღმის ეკლესიის მშენებლობაში. რამოდენიმე ფილმი გადაიღეს ეკოლოგიის თემაზე, ეხმარებიან სასახლის სხვადასხვა კაბინეტებსა და სტუდიებს ღონისძიების ჩატარებასა და გადაღებებში.


სტუდია „პიონერფილმი" უყურადღებოდ არ ტოვებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებსაც, ისინი იყვნენ რაჭა-ლეჩხუმში, თერჯოლაში, ხარაგაულში, სადაც წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება და იქაურ ბავშვებთან ერთად გადაიღეს ფილმები. პატარა კინომოყვარულები მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებში და ხშირად პრიზიორებიც ხდებიან.


ტელეფონი: 293-15-51 

პირველი ნაბიჯები კინოში
სარეჟისორო-საოპერატორო წრე
ფოტო–ხელოვნების წრე