ამერიკული კუთხე

,,ამერიკული კუთხე" დაარსდა 2006 წლის 9 ნოემბერს. იგი წარმოადგენს საქართველო-ამერიკის საერთო პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

 

,,ამერიკული კუთხე'' მცირე ზომის ამერიკული სტილის ბიბლიოთეკაა, რომლის მიზანია, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ახალი, ზუსტი, სრული და მიუკერძოებელი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაზე, პოლიტიკასა თუ კულტურაზე. იგი ღიაა როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვისაც.

 

,,ამერიკული კუთხე'' მომხმარებელს სთავაზობს: პრეზენტაციებს სხვადასხვა თემაზე, სემინარებს, უფროსკლასელთა კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს, დებატებს და ამერიკული დღესასწაულებისა და ტრადიციების  აღნიშვნას. მის საქმიანობას კურირებას უწევს შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (PAO, US Embassy Tbilisi)

 

წარმატებული პროექტებია: დედამიწის საერთაშორისო დღე - 2010 წ. (ბ-ნ ელჩის, ჯონ ბასის სტუმრობა კუთხეში და ფიჭვის ნერგის დარგვა სასახლის ბაღში); საზაფხულო ბანაკები - 2010, 2011, 2012, 2014 წწ.; ამერიკის შეერთებული შტატების იმიტირებული არჩევნები - 2008, 2012 წწ.; ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმიტირებული ინაუგურაცია - 2013 წ; ,,ისწავლე ინგლისური და აღმოაჩინე ამერიკა მულტიმედიური თამაშის (Trace Effects) გამოყენებით" -  თბილისის 25 საჯარო სკოლაში განხორციელდა; ამერიკის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა; ამერიკის საელჩოს მიერ ინიცირებულ პროექტში, ამერიკული კუთხეების ვიდეოფესტივალში „წადი არჩევნებზე" (Get Out the Vote") გამარჯვება; ინოვაციური ციფრული პროგრამების გამოყენება ამერიკული კუთხის საქმიანობაში (პრომო კლიპის გადაღება, ყოველთვიური ვიდეო რეპორტის წარმოება, ვებგვერდის შექმნა).

 

ტელეფონი: 292 02 20

ვებ-გვერდიamericancornertbilisi.weebly.com

Facebook: Tbilisi Youth National Palace American Corner

                  American Corner in Tbilisi

ინგლისური ენა პატარებისთვის
ამერიკული წიგნის მოყვარულთა კლუბი
ყველაფერი ამერიკის შესახებ