რეგისტრაცია
მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცედურა

 

 

ა(ა)იპ  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

მოსწავლეთა მიღება  2016/2017 სასწავლო წლისათვის

(უფასო წრეები)

 

  • ახალი სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 05 სექტემბერს. 2016 წლის 05 სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფლად ავიდნენ კაბინეტებში, ადგილზე გაესაუბრონ პედაგოგებს, რომლებიც მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას მათი კაბინეტის, წრეებისა და პედაგოგების მუშაობის გრაფიკის შესახებ; როდესაც მშობლები შეარჩევენ მათთვის სასურველი მეცადინეობის დღეებსა და საათებს, სავალდებულოა მოსწავლის რეგისტრირება ერთიან ბაზაში.

 

  • რეგისტრაცია აუცილებელია როგორც ახალი მოსწავლეებისათვის, ასევე იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წინა სასწავლო წლებში უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.

 

  • მოსწავლეები, რომლებიც წინა სასწავლო წლებში დადიოდნენ სასახლეში, ვალდებულები არიან, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდებიან, თუ რომელ პედაგოგთან სურთ მეცადინეობა ახალ 2016/2017 სასწავლო წელს, გადაიხადონ წლიური სარეგისტრაციო საფასური ერთჯერადად, წარმოადგინონ გადახდის ქვითარი სარეგისტრაციო სამსახურში (სოც.დაუცველმა მოსწავლეებმა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, უნდა წარმოადგინონ ახალი ამონაწერი სოც.დაუცველთა ბაზიდან) 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით; მხოლოდ ამის შემდგომ შემდეგ ჩაირიცხებიან სასახლის წრეებში. მათ დოკუმენტების ხელახალი შემოტანა აღარ მოუწევთ;

 

  • მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ფინანსური ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ სასახლის რეგისტრაციაში აღებული საბანკო რეკვიზიტების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასახლე იხსნის პასუხისმგებლობას!!!!

 

 

 

 

ა(ა)იპ  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

მოსწავლეთა მიღება  2016/2017 სასწავლო წლისათვის

(ფასიანი  წრეები)

 

  • ახალი სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 05 სექტემბერს. 2016 წლის 05 სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ ავიდნენ კაბინეტებში, ადგილზე გაესაუბრონ პედაგოგებს, რომლებიც მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას მათი კაბინეტის, წრეებისა და პედაგოგების მუშაობის გრაფიკის შესახებ; როდესაც მშობლები შეარჩევენ მათთვის სასურველ მეცადინეობის დღეებსა და საათებს, სავალდებულოა მოსწავლის რეგისტრირება ერთიან ბაზაში.
  • ჯგუფის შევსების შემთხვევაში, ამ ჯგუფში ავტომატურად წყდება მოსწავლეთა მიღება;
  • ჯგუფში ვაკანტურ ადგილებზე მიღება გრძელდება მთელი წლის განმავლობაში;
  • რეგისტრაცია აუცილებელია როგორც ახალი მოსწავლეებისათვის, ასევე იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წინა სასწავლო წლებში უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.
  • მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში დადიოდნენ სასახლეში, ვალდებულები არიან, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებიან, თუ რომელ პედაგოგთან სურთ მეცადინეობის გაგრძელება ახალ 2016/2017 სასწავლო წელს, გადაიხადონ წლიური სარეგისტრაციო საფასური ერთჯერადად, 2016 წლის 10 სექტემბრამდე, წარმოადგინონ გადახდის ქვითარი სარეგისტრაციო სამსახურში და შემდეგ ჩაირიცხებიან სასახლის წრეებში.
  • მოსწავლე, რომლეიც წინა სასწავლო წლებში დარეგისტრირდა სასახლის წრეებზე, ვალდებულია 2016 წლის 10 სექტემბრამდე წარმოადგინოს ახალი ამონაწერი სოც. დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.
  • მოსწავლე, რომელიც პირველად მოდის სასახლეში და რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 70000-ს;
  • მოსწავლეებს, რომლებიც წინა წლებში დადიოდნენ სასახლეში, დოკუმენტების ხელახალი შემოტანა აღარ მოუწევთ;

 

 

 

ახალი მოსწავლეები, რომლებიც 2016/2017 სასწავლო წელს პირველად შემოდიან სასახლეში:

 

  • მას შემდეგ, რაც მშობლები შეარჩევენ მათთვის სასურველ წრეებსა და პედაგოგებს მათთვის მოსახერხებელი გრაფიკის შესაბამისად, ვალდებულები არიან ჩამობრძანდნენ სასახლის პირველ სართულზე, რეგისტრაციის სამსახურში. მშობელი კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნობა ინფორმაციას შემოსატანი დოკუმენტაციისა და ბანკის რეკვიზიტების შესახებ. სარეგისტრაციო საფასურის გადახდისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, მშობელი აბარებს დოკუმენტაციას სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელს.

 

  • მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი მოსწავლის დარეგისტრირება სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, მას მიენიჭება ნომერი და გადაეცემა პლასტიკური ბარათი.
  • პარალელურ რეჟიმში ხდება ხელშეკრულების გაფორმება მშობელსა

და ადმინისტრაციას შორის

  • ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახები სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, გათავისუფლებულნი არიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის გადასახადისაგან. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მათი ხელახალი რეგისტრაცია მოსწავლეთა ერთიან ბაზაში.

 

  • კატეგორიულად იკრძალება!!! მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის ან მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის, ფასიანი წრის საფასურის გადასახდელად საბანკო რეკვიზიტების გაცემა. როდესაც მოსწავლე დარეგისტრირდება მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, პარალელურად ფორმდება ხელშეკრულება მშობელსა და სასახლის ადმინისტრაციას შორის, სადაც დაფიქსირებულია საბანკო რეკვიზიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაურეგისტრირებელი მოსწავლის მშობლის მიერ გადახდილი ფასიანი წრის თანხა იქნება გაყინული.
  • მოსწავლეები, რომელთა ოჯახებიც სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

 

  • პლასტიკური ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, საჯარიმო საფასურის გადახდა ეკისრება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (მიუხედავად მოსწავლის სტატუსისა). ჯარიმის თანხაა 5 ლარი.

 

  • მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 05 სექტემბერს და გაგრძელდება 2016 წლის 01 ოქტომბრამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

ორშაბათი - პარასკევი  11-დან 18 საათამდე;   

  • ჯგუფის შევსების შემთხვევაში, ამ ჯგუფში ავტომატურად წყდება მოსწავლეთა მიღება;

 

მოსწავლის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1.      მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

2.      მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3.      ქორეოგრაფიული, მუსიკალური ან სპორტული წრის არჩევის შემთხვევაში    სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა.   ჯანმრთელობის ცნობის არ ქონის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს   მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

4.      1 ფოტოსურათი (3x4);

5.      სოც.დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის - ახალი  ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ   მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

6.      წლიური სარეგისტრაციო  საფასურის  საგადასახადო დავალება (ქვითარი).

 

 

 

 

                ეგისტრაციის ცხელი ხაზი:  (+995 32) 298 40 44.