ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მომსახურებები
2019-2020 სასწავლო წელი
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ბენეფიციართა რეგისტრაციის წლიური საფასური შეადგენს 25 ლარს და ხელშეკრულება ფორმდება ინდივიდუალურად, სასწავლო კურსის ვადის და პირობების გათვალისწინებით.
უფასო სერვისები
ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულება:
- ქართული ენის წრე (სააბიტურიენტო პროგრამების გარდა)
- ქართული ლიტერატურის წრე (სააბიტურიენტო პროგრამების გარდა)
- ქართული ფოლკლორის წრე (ზეპირსიტყვიერება)
- შემოქმედ მოსწავლეთა წრე
ამერიკული კუთხე:
ამერიკული კუთხის კლუბები:
- “ინგლისური პატარებისთვის”;
- “ამერიკული წიგნის კლუბი”;
- “ყველაფერი ამერიკის შესახებ”;
- “კინომოყვარულთა კლუბი პატარებისთვის”;
- “კინომოყვარულთა კლუბი უფროსებისთვის”;
- “რობოტიკა დამწყებთათვის”;
- “ელექტრონიკა” უფროსკლასელთათვის;
- “3D მოდელირება და ბეჭდვა”;
ფსიქოლოგია:
- ფსიქოლოგის კონსულტაცია
მუსიკალური მიმართულება:
- ანსამბლი “მზიური” (შერჩევა კონკურსით)
- მევიოლინეთა ანსამბლი “სიმი” (შერჩევა კონკურსით)
ეროვნული სასახლის კლუბები:
- წიგნის მოყვარულთა კლუბი
- მკითხველთა კლუბი ეროვნული უმცირესობებისათვის
- შემოქმედ მოსწავლეთა კლუბი “კალმოსანი”
- კინომოყვარულთა კლუბი „პიონერფილმი“
- „ინტერკლუბი“
- „ლიდერთა სკოლა“
- ლიტერატურული ჟურნალისტიკის კლუბი
- საოლიმპიადო მათემატიკა – კლუბი
- „აფლატინი“
- ასტრონომიის მოყვარულთა კლუბი
- ,,ბუნების კარი”
- რობოტიკა-ელექტრონიკის კლუბი
ფასიანი სერვისები (ერთი თვის საფასური)
უცხო ენების მიმართულება:
- ინგლისური ენის წრე – 30 ლარი;
- რუსული ენის წრე – 30 ლარი;
- ფრანგული ენის წრე – 25 ლარი;
- გერმანული ენის წრე – 25 ლარი;
- ესპანური ენის წრე – 25 ლარი;
- იტალიური ენის წრე – 25 ლარი;
- გიდების წრე – 50 ლარი;
- ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 100 ლარი;
მათემატიკის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება:
- მათემატიკის წრე – 30 ლარი;
- პროგრამირების წრე – 30 ლარი;
- ფინანსური განათლება (მეწარმეობის კურსი) – 50 ლარი;
- ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 100 ლარი.
არქიტექტურის და ინჟინერიის მიმართულება:
- არქიტექტურის წრე – 25 ლარი;
- გემთმოდელირების წრე – 25 ლარი;
- ავიამოდელირების წრე – 25 ლარი;
- რადიოელექტრონიკის წრე – 25 ლარი;
- კომპიუტერული გრაფიკის წრე – 30 ლარი;
- საინჟინრო გრაფიკის და მაკეტირების წრე – 25 ლარი;
- უპილოტო საფრენი მოწყობილობების წრე – 25 ლარი;
- არქიტექტურისა და დიზაინის სახალისო ანბანის წრე – 25 ლარი;
- ხის სათამაშოების დამზადების წრე – 40 ლარი;
- რობოტიკების წრე – 40 ლარი;
- ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 100 ლარი.
საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულება:
- ბიოლოგიის წრე – 25 ლარი;
- ქიმიის წრე – 25 ლარი;
- ქიმიის / ბიოლოგიის ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 70 ლარი;
- ბუნებისმცოდნეობის წრე – 25 ლარი;
- ფიზიკის წრე – 25 ლარი;
- ფიზიკა და სამყარო (უფროსკლასელთათვის) – 40 ლარი;
- საქართველოს ისტორიის წრე – 25 ლარი;
- ისტორიის წრე – 25 ლარი;
- გეოგრაფია-გეოლოგიის წრე – 25 ლარი;
- ფიზიკა / ისტორია / გეოგრაფია – ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 100 ლარი;
- სამართალმცოდნეობის წრე – 25 ლარი;
- ტურიზმის წრე – 25 ლარი;
საკვირაო სკოლა:
- საკვირაო სკოლა – 50 ლარი;
აუდიო–ვიზუალური მიმართულება:
- კინომოყვარულთა წრე -25 ლარი;
- ფოტოხელოვნების წრე – 25 ლარი;
- მედია სკოლა (მიღება 14 წლიდან) – 120 ლარი;
ქორეოგრაფიული მიმართულება:
- ქართული ცეკვა – მოსამზადებელი ჯგუფები – 60 ლარი;
- ბალეტი – 50 ლარი;
- ბალეტი (ბიჭები) – 25 ლარი;
მუსიკალური მიმართულება:
- ვოკალური ჯგუფი დამწყებთათვის – 40 ლარი
- ვოკალური ჯგუფი მოზარდთათვის – 80 ლარი;
- დასარტყამი ინსტრუმენტები დამწყებთათვის – 40 ლარი;
- კლასიკური ვოკალის ჯგუფი – 50 ლარი;
- ფოლკლორული ჯგუფები – 40 ლარი;
- სტუდია „შვიდკაცა“ – 60 ლარი;
- ხალხური საკრავები – 40 ლარი;
- გიტარის წრე – 50 ლარი;
- ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 120 ლარი;
თბილისის ახალგაზრდული კაპელა:
- კაპელა (შერჩევა კონკურსით) – 80 ლარი;
მუსიკალურ–ქორეოგრაფიული სკოლა Teen Club:
- ვოკალის მოსამზადებელი ჯგუფი – 80 ლარი;
- ვოკალის ჯგუფი – 120 ლარი;
- ვოკალის ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 350 ლარი;
- ცეკვის მოსამზადებელი ჯგუფი – 80 ლარი;
- ცეკვის ჯგუფი – 90 ლარი;
- გიტარის კლასი – 100 ლარი;
- ბას-გიტარის კლასი – 130 ლარი;
- დასარტყამი ინსტრუმენტების კლასი – 150 ლარი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება:
- ხატვა/ ფერწერა – 50 ლარი;
- ძერწვა – 50 ლარი;
- კერამიკა – 50 ლარი;
- თოჯინების/ აპლიკაციების/დეკორაციების დამზადება/ კოსტუმების დიზაინი – 50 ლარი;
- გობელენი – 25 ლარი;
- მაკრამე – 25 ლარი;
- მძივით ქარგვა – 25 ლარი;
- ჭედურობა – 25 ლარი;
- ოქრომჭედლობა – 25 ლარი;
- ხეზე კვეთა – 25 ლარი;
- მინანქარი – 25 ლარი;
- ხელმარჯვე ეთნოგრაფი – 25 ლარი;
- ხელოვნებათმცოდნეობის ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – 50 ლარი;
- ხელოვნების ისტორიის საათი მიმართულების მოსწავლეთათვის – უფასო;
აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო:
- პროფესიული პორტფოლიო (საერთაშორისო ხელოვნების უნივერსიტეტების სააბიტურიენტო პორტფოლიოს შექმნის კურსი) – 400 ლარი;
- აკადემიური და ექსპერიმენტული მხატვრობა (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და კონცეფტუალური ხელოვნება) – 300ლარი;
- ილუსტრაცია (კომიქსი, გრაფიკული ნოველა და არტ-წიგნის შექმნა) – 200ლარი;
- ვიზუალური ხელოვნება და ძერწვა ბავშვებისთბის (გაძლიერებული) – 150 ლარი;
- გრაფიკა – 150 ლარი;
- ფერწერა – 150 ლარი;
- ქანდაკება – 150 ლარი;
- ექსპერიმენტული ხელოვნება(ინსტალაცია და ვიდეოარტი) – 200ლარი;
- მითოლოგია და ხელოვნების ისტორია – 100 ლარი;
- ხელოვნება ბავშვებისთვის – 90 ლარი;
თეატრალური მიმართულება:
- მხატვრული კითხვის წრე – 25 ლარი;
- მხატვრული კითხვა დამწყებთათვის – 30 ლარი;
- თოჯინების/ლიტერატურული და დრამატული თეატრი (შერჩევა თეატრალური მიმართულების მოსწავლეებიდან) – უფასო;
სპორტული მიმართულება:
- კალათბურთი – 50 ლარი;
- ჭადრაკის სკოლა – 50 ლარი;
- ჭადრაკში ინდივიდუალური სწავლება (არაუმეტეს ორი მოსწავლისა) – ერთი საათის ღირებულება 20 ლარი;
- სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირებში ერთჯერადი მონაწილეობა – 10-დან 100 ლარამდე;
სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფები:
- ქართული ენა და ლიტერატურა – 100 ლარი;
- ზოგადი უნარები – 80 ლარი;
- უცხო ენა – 80 ლარი;
- მათემატიკა – 100 ლარი;
- ლიტერატურა – 70 ლარი;
- ქიმია – 70 ლარი;
- ბიოლოგია – 70 ლარი;
- ფიზიკა – 80 ლარი;
- გეოგრაფია – 80 ლარი;
- ისტორია – 80 ლარი;
- ზოგადი უნარები და მათემატიკა – 150 ლარი;
- სამოქალაქო განათლება – 70 ლარი;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 80 ლარი;
ეროვნული სასახლის ერთჯერადი სერვისები:
სამუზეუმო სივრცის დათვალიერება:
- დამთვარიელებლისათვის – 5 ლარი;
- სკოლის მოსწავლეი/სტუდენტი – 3 ლარი;
- სასახლის მოსწავლეებისთვის უფასო;
პლანეტარიუმი:
- პლანეტარიუმის ლექცია / დათვალიერება – 3 ლარი;
- გართობის დილა – 3 ლარი;
- საკვირაო სკოლა – 50 ლარი;
- საზაფხულო სკოლა – 300 ლარი;
- ტექნიკური მოდელირების 1 საათი – 7 ლარი;
სასახლეში მოქმედი შეღავათები
საშეღავათო პირობები: ეროვნული სასახლის ფასიანი წრეების ყოველთვიური გადასახადისგან თავისუფლდებიან არაუმეტეს 3 წრისა (გარდა სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფებისა და ინდივიდუალური მომზადებისა):
- საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახის მოზარდები და ახალგაზრდები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათიათას). ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ, უგზოუკლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები. მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 (ათასორასი) მოსწავლეს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები;
- თანამშრომელთა შვილები და შვილიშვილები;
- სასახლის საგნობრივი და საშემსრულებლო მიმართულების ხელმძღვანელების წარდგინების შემთხვევაში სწავლის საფასურისგან შეიძლება გათავისუფლდნენ განსაკუთრებული სწავლის ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები, რაზეც გადაწყვეტილებას მიიღებს სასახლის დირექტორი. მიმართულების ხელმძღვანელს უფლება ექნება წლის განმავლობაში დირექტორს წარუდგინოს 30 მოსწავლე. ასევე სწავლის საფასურისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს დირექციის მიერ დამოუკიდებლად, სასახლეში შემოსული განაცხადის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლის განმავლობაში 20 მოსწავლეს;
შენიშვნა: საშეღავათო პირობები, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების გათავისუფლებას ფასიან წრეებზე არსებული ყოველთვიური გადასახადისაგან, არ ვრცელდება მოსწავლეების მომსახურების იმ ნაწილზე, რომელიც ფინანსდება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N8-21 დადგენილების პირველი მუხლის “ე” პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად .
მოსწავლის რეგისტრაციის საფასური და მასთან დაკავშირებული შეღავათები:
- ა(ა)იპ“მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ ბენეფიციართა რეგისტრაციის საფასური შეადგენს 25-ლარს;
- ა(ა)იპ“მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ სარეგისტრაციო საფასურის გადასახადისგან თავისუფლდებიან:
- საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახის მოზარდები და ახალგაზრდები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათიათას). ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ, უგზოუკლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები. მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 (ათასორასი) მოსწავლეს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
- მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები;
- სასახლეში შემოსული მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ მხოლოდ „ამერიკულ კუთხეში“, გათავისუფლებულნი არიან სარეგისტრაციო საფასურის გადასახადისაგან და ექვემდებარებიან განსხვავებული წესით რეგისტრაციას;
- თანამშრომელთა შვილები და შვილიშვილები;
- სასახლის სასწავლო და სახელოვნებო მიმართულების ხელმძღვანელის წარდგინების შემთხვევაში სარეგისტრაციო საფასურისგან შეიძლება გათავისუფლდნენ განსაკუთრებული სწავლის ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები, რაზეც გადაწყვეტილებას მიიღებს სასახლის დირექტორი. ამასთანავე, მიმართულების ხელმძღვანელს უფლება ექნება წლის განმავლობაში დირექტორს წარუდგინოს 30 მოსწავლე. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს დირექციის გადაწყვეტილებით დამოუკიდებლად, სასახლეში შემოსული განაცხადის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლის განმავლობაში 20 ბავშვს.