მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა Teen Club-ის ბაზაზე დაფუძნდა და არის მათთვის, ვისაც გსურთ მომავალი სცენას დაუკავშიროთ ან უბრალოდ სიმღერა, ცეკვა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა სრულფასოვნად შეისწავლოთ.
აქ შეგიძლიათ ცადოთ, აღმოაჩინოთ ან დახვეწოთ თქვენი შესაძლებლობები ვოკალში და ქორეოგრაფიაში, ან დაეუფლოთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. ასევე, გეძლევათ საშუალება მოსინჯოთ და განავითაროთ თქვენი შემოქმედებითი უნარი, თავად შექმნათ სიმღერა, ჩვენი გუნდის დახმარებით თავად გააკეთოთ არანჟირება, ტექსტი, იმუშაოთ ჩვენივე ხმის ჩამწერ სტუდიაში და გახდეთ ავტორ–შემსრულებელი.
ჩვენს სკოლაში მოგეცემათ საშუალება იმღეროთ ან დაუკრათ ბენდთან ერთად, გამოიმუშაოთ სცენაზე თავისუფლად მოძრაობის უნარი.
რაც მთავარია, ჩვენთან ხშირად ეწყობა კონცერტები, ივენთები, გადაღებები და გასტროლები , სადაც გეძლევათ საშუალება თქვენი შესაძლებლობები და ჩვენთან გაწეული შრომის შედეგი ფართო საზოგადოებას გააცნოთ.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სკოლაში მოგემსახურებიან ახალგაზრდა და წარმატებული პედაგოგები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პროფესიული გამოცდილება და დღესაც განაგრძობენ კარიერაზე მუშაობას.
ჩვენ ვიღებთ მოზარდებს 13 წლიდან – ძირითად პროგრამაზე და ასევე ბავშვებს 8 წლიდან – მოსამზადებელ კურსზე
ვოკალურ-ქორეოგრაფიულ სკოლაში ყველა პირობა გექნებათ იმისთვის, რომ ჩვენთან გატარებული დრო, იყოს სასარგებლო, შემოქმოედებითი და პროდუქტიული .
მუსკალურ-ქორეოგრაფიული სკოლის ხელმძვანელი – სოფო ტოროშელიძე
ვოკალის კურსები
ვოკალის კურსი საუკეთესო შესაძლებლობას მოგცემთ აღმოაჩინოთ ან განავითაროთ თქვენი ვოკალური შესაძლებლობები. კურსი გულისხმობს სიმღერის საფუძვლიან და პროფესიონალურ დონეზე შესწავლას.
ვოკალის კურსი მოიცავს: გამღერებას, დიაპაზონის გაზრდას, სმენის გამყარებას, ხმებში სიმღერის უნარს, საკუთარი ვოკალიური შესაძლებლობების სწორად გამოყენებას, კონკრეტული დავალების შესრულებას, რომელიც ინდივიდუალურად გაიცემა პედაგოგის მიერ კონკრეტული ხარვეზის დასაძლევად, მიკროფონთან მუშაობას, ბენდთან მუშაობას (შესაძლებლობების გათვალისწინებით და პედაგოგის რეკომენდაციით), ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობას და სიმღერის ჩაწერას.
პროგრამაში გათვლილია ქართული და უცხოური მუსიკალური მასალა, რომელსაც თქვენთან ერთად არჩევს პედაგოგი და მუსიკალური ხელმძღვანელი.
ვოკალისტები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, მუდამ ჩართულები არიან ჩვენს საკონცერტო თუ საგასტროლო კონცერტებში და თავიანთი ნომრებით ხშირად გამოდიან სცენაზე .
ვოკალის კურსი მოიცავს 3 სახეობას, ჯგუფური, ინდივიდუალური და მოსამზადებელი.
ჯგუფური კურსი (13 წლიდან) შედგება 5 ან 6 მოსწავლისგან , რომელსაც აკომპლექტებს პედაგოგი ბავშვების ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეცადინეობა მიმდინარეობს კვირაში 2-ჯერ 1 საათის განმავლობაში.
კურსის საფასური თვეში 120 ლარი.
ინდივიდუალური კურსის პროგრამა გათვლილია მეტნაკლებად გამოცდილი ვოკალისტებისთვის, რომლებსაც სურთ ვოკალის პროფესონალურ დონეზე დახვეწა. მეცადინეობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, კვირაში 2-ჯერ, 1 საათი.
კურსის საფასური 350 ლარი თვეში.
მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია 8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კურსი ჯგუფურია და მოიცავს 10 ბავშვს. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ 1 საათის განმავლობაში. კურსის საფასური – 80 ლარი თვეში.
ვოკალის კურსებზე მუშაობენ:
მუსიკალური ხელმძღვანელი – სოფო ტოროშელიძე,
პროდიუსერი – ელენე კალანდაძე
ჯგუფური კურსის პედაგოგები: მაკა შუკაკიძე, ანა ჭუმბურიძე. ინდივიდუალური კურსის პედაგოგები: მანანა მორჩილაძე, სოფო ტოროშელიძე,
კონცერტმაისტერი – თამუნა ბაბილუა,
ხმის ჩამწერი სტუდია – ნინო წითლაური.
თანამედროვე ცეკვის კურსები
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა გთავაზობთ თანამედროვე ცეკვის კურსს, სადაც თქვენ შეისწავლით სხვადასხვა თანამედროვე ცეკვებს – jazz-funk, hip-hop, modern-jazz, pop, Stage Dance (სასცენო მოძრაობა).
კურსი გათვლილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი საფუძვლიანად შეისწავლოს ცეკვა და ასევე გამოიმუშაოს სასცენო პლასტიკა. ეს კურსი არის უნიკალური საშუალება იმისთვის რომ, სცენაზე იყოთ საუკეთესო ფორმაში.
სასცენო ცეკვა და მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი სეგმენტია ჩვენს სკოლაში, რადგან ყველა საკონცერტო თუ საგასტროლო ტურში იღებს მონაწილეობას როგორც ცეკვის სპეციალური ნომრებით, ასევე სხვადასხვა ვოკალური ნომრების გაფორმებაში. ასევე, ცეკვის ჯგუფი მუდამ ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში (ფლეშმობი, სარეკლამო, სატელევიზიო გადაღებები).
ჩვენს სკოლაში მოქმედებს თანამედროვე ცეკვის კურსის 2 სახეობა: ძირითადი ჯგუფები და მოსამზადებელი ჯგუფები ბავშვებისთვის.
ძირითად ჯგუფებში (13 წლიდან) მეცადინეობა მიმდინარეობს ჯგუფურად (15-20 ადამიანი), ჯგუფები დაყოფილია ბავშვების ქორეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
გაკვეთილები ტარდება კვირაში 2 -ჯერ, 1.5 საათის განმავლობაში. გაკვეთილის დროს გათვალისწინებულია 10 წუთი დასვენება.
კურსის საფასური 90 ლარი თვეში.
მოსამზადებელ ჯგუფებში (8-დან 13 წლამდე) მეცადინეობა მიმდინარეობს ჯგუფურად (20-25 ადამიანი). გაკვეთილები ტარდება კვირაში 2 -ჯერ, 1.5 საათის განმავლობაში. გაკვეთილის დროს გათვალისწინებულია 10 წუთი დასვენება.
კურსის საფასური – 80 ლარი თვეში.
თანამედროვე ცეკვის კურსების ხელმძღვანელია – მიშკა ტალახაძე.
ქორეოგრაფები: ელენე ბერიძე, ანანო წაქაძე, ბარბარე ჩიქოვანი, ნუცა ზარქუა.
სასცენო ცეკვის პროგრამა მრავალფეროვანია და გულისხმობს
1 – სასწავლო პროგრამას რომელსაც აწესებს მთავარი ქორეოგრაფი.
2 – სპეციალურ პროგრამას რომელსაც აწესებს სკოლის მუსიკალური პროდიუსერი, კონკრეტული კონცერტისთვის, გასტროლისთვის თუ სხვა პროექტისთვის.
ცეკვის ჯგუფის ნამუშევრის დემონსტრირება მოხდება ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, რომელიც წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ იმართება
გიტარის შემსწავლელი კურსი
გიტარა ერთერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინსტრუმენია იმისთვის რომ საკუთარ თავს გაუწიოთ აკომპონირება. კურსის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ააწყოთ და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი სიმღერა ან მუსიკალური ნაწარმოები,ისწავლოთ აკორდები, სხვადასხვა სავარჯიშოების მეშვეობით შეძლოთ ინსტრუმენტის ფლობა . ასევე პროგრამაში გათვლილია მუსიკის თეორიის მოკლე კურსი, რაც დაგეხმარებათ სწრაფად შეძლოთ აზროვნება სხვადასხვა ტონალობაში და დაეუფლოთ ციფრული ჩანაწერის კითხვას.
გიტარის კურსი გულისხმობს როგორც აკუსტიკური ასევე ელექტრო გიტარის შესწავლას, რომელიც კურსის მეორე ეტაპია.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით რაც გაძლევთ საშუალებას გაიაროთ გაკვეთილები ან რეპეტიციები ბენდთან ერთად. ასევე გეძლევათ საშუალება შექმნათ საკუთარი მუსიკა და მოახდინოთ მისი გაჟღერება, ჩვენივე სკოლის ბენდის წევრებთან ერთად.
გიტარის შემსწავლელ კურსზე გაკვეთილები მიმდინარეობს ჯგუფურად (მაქსიმუმ 4 ადამიანი), კ ვირაში 2 ჯერ ,1 საათის განმავლობაში.
კურსის ხელმძღვანელი და პედაგოგი – ლელო ხოტივარი.
კურსის საფასური – 100 ლარი თვეში.
გიტარის შემსწავლელი კურსის მსურველებისთვის აუცილებელია საკუთარი ინსტრუმენტი.
რეგისტრაცია და მიღების წესები:
იმისათვის რომ გახდეთ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლის მოსწავლე, საჭიროა:
1. მოსმენა – (ვოკალისტებისთვის),
2. გასაუბრება ჩვენს პედაგოგებთან,
3. აპლიკაციის შევსება. (ადგილზე, გასაუბრების დროს).
4. რეგისტრაცია.(გასაუბრების და მოსმენის შემდეგ).
სხვა დეტალებზე დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 551-15 11 47