ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
2020/2021 სასწავლო წელი
გაცნობებთ, რომ COVID 19-ის რეგულაციებისა და ამასთან ერთად, ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, ჯგუფებში მოსწავლეთა და მათ შორის საშეღავათო სტატუსის მქონე პირთათვის მომსახურების რაოდენობა შეზღუდულია.
2020-2021 სასწავლო წლისთვის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა ონლაინ რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო, სასახლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ საბუთები უნდა წარმოადგინოთ სასახლეში).
ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად გადადით ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
http://www.registration.youthpalace.ge/
სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეების პირველადი რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია:
სოციალურად დაუცველი და სხვა შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეების პირველადი ონლაინ რეგისტრაცია
გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნული ფორმა არ არის საბოლოო რეგისტრაციისთვის განკუთვნილი. მოსწავლეების ჯგუფებში განაწილებისა და რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ეროვნული სასახლის სარეგისტრაციო სამსახური დაგიკავშირდებათ.
მატერიალური ფორმით (სასახლეში ფიზიკურად მოსვლა) სასახლეში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 ოქტომბრიდან ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით, 12-დან 17 საათამდე. გთხოვთ, ამ დროისათვის ხელზე იქონიოთ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია, შეღავათებით მოსარგებლე მოსწავლეებმა კი, დამატებით, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რიგ სერვისებზე, როგორიც არის ანსამბლი “მზიური”, მევიოლინეთა ანსამბლი “სიმი”, მუსიკალური სტუდია “შვიდკაცა”, “ამერიკული კუთხე” და სხვა წრეები, სტუდიები თუ კლუბები რეგისტრაცია ხდება წინასწარი შერჩევის გზით. აღნიშნული შერჩევების, მოსმენებისა და გასაუბრებების თარიღებზე ინფორმაცია შეგიძლიათ გაარკვიოთ 1 სექტემბრიდან ეროვნული სასახლის ცხელ ხაზზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Facebook გვერდზე:
https://www.facebook.com/nationalyouthpalace/
ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, სამუშაო დღეებში 12-17 საათამდე:
(+995 32) 298 40 44
(+995 32) 299 80 88
(+995) 599 899 755
- სასახლე იღებს 6-26 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. გამონაკლისის სახით, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, სახელოვნებო წრეებზე დასაშვებია სკოლამდელი, 4-5 წლის ასაკის მოსწავლის მიღება.
- მოსწავლეთა რეგისტრაცია სავალდებულოა ახალი და გასულ წლებში არსებული მოსწავლეებიათვის.
- ეროვნული სასახლის ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ მოსწავლეს დოკუმენტების წარმოდგენა ხელმეორედ არ ესაჭიროება, გარდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ცნობისა (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 70 000).
- ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სამი სამუშაო დღის მანძილზე სარეგისტრაციო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საჭიროა ხელახალი რეგისტრაცია.
- სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა პლასტიკური ბარათი და ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება სასახლესა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის.
- ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებული არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. ასეთივე, გადასახადებისგან თავისუფლდებიან მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, შშმ პირები, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები ( გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლის/კანანიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ქორეოგრაფიული და მუსიკალური წრის არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა. ჯანმრთელობის ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
- 1 ფოტოსურათი (3Х4);
- სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
- მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო);
- შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ პირის დამატასტურებელი ცნობა;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს;