რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,სარკეებიან” დარბაზში შემეცნებით – გასართობი მიმართულების ორგანიზებით, რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი გაიმართა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თემატურად მრავალფეროვანი საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები: ქართული ეროვნული თოჯინების ნიმუშები, ზღაპრების თემაზე შექმნილი კომპოზიციები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სათამაშოები. პროექტში მონაწილე საჯარო სკოლების აღსაზრდელებს და მათ პედაგოგებს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა კონკურსში აქტიური ჩართულობისათვის და…

2 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, არსებობის 78 წელი შეუსრულდა. 

2 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, არსებობის 78 წელი შეუსრულდა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს – ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ქმნიან სასახლის ისტორიას, ასევე განსაკუთრებულად ვულოცავთ აღსაზრდელებს, რომლებიც სასახლეს საკუთარ მომავალს ანდობენ და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ჩვენთან ერთად დგამენ. ჩვენი გუნდი აგრძელებს ეროვნული სასახლის- არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის განვითარებას და მისი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო…

თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება და ვარსკვლავის გახსნა

24 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და ვარსკვლავის გახსნა გაიმართა. თეატრალური მიმართულება უკვე 78 წელია არსებობს, სასახლის თეატრმა არაერთი წარმატებული ხელოვანი, მსახიობი და რეჟისორი აღზარდა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრის დიდი ისტორიისა და მრავალწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ფილმის ,,ეროვნული სასახლის თეატრი -78″ ჩვენება და ალბომის პრეზენტაცია. ქ. თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა…