კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება წელს მესამედ შეუერთდა კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს (7-13 დეკემბერი), რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 2020 წელს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის თემაა – „კომპიუტერული მეცნიერება სოციალური თანასწორობისთვის“. კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის – ადმირალ გრეის…