საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში“

25 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში”. ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა არაფორმალური,სკოლისგარეშე დამატებითი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მომავალი თაობისთვის მისი მსოფლმხედველობის გაფართოების, მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლების თვალსაზრისით. არაფორმალური განათლების მიზნებსა და გამომწვევებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე ისაუბრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის…