დედამიწის საერთაშორისო დღე

22 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულმა კუთხემ აშშ-ის საელჩოსთან ერთად აღნიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე – Let’s Be Green!  ღონისძიება გაიმართა პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში. ამერიკული კუთხის მოსწავლეებმა ჩაატარეს ვიქტორინა – გამოკითხვა გარემოსდაცვით თემაზე, წარმოადგინეს სამაგიდე თამაშები, სახის მოხატვა და სხვა არაერთი სახალისო-შემეცნებითი აქტივობა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამეცნიერო კუთხემ ჩაატარა კონფერენცია ეკოლოგიურ თემაზე, დარგეს მცენარეები, გამოიფინა ნახატები. გეოეკოლოოგის წრის წევრებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, ეკოლოგიური კალენდარი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოხატეს ასფალტი. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკული კუთხის კოორდინატორი ნათელა ურუშაძე.