სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი

18 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების  ორგანიზაციების    სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული,  სპორტული, სკოლისგარეშე,  არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ფორუმის მონაწილეებმა    განიხილეს  ურთიერთთანაშრომლობის მნიშვნელოვანი  საკითხები,  შეაჯამეს   გაწეული  საქმიანობა  და  დასახეს     კოორდინირებული მუშაობის   გზები,   სამომავლო აქტივობები და პროექტები. ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ  ისაუბრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხზე, შესაბამისი საკანონმდებლო…

საერთაშორისო კონფერენცია ,,არაფორმალური განათლების გამოწვევები”.

17 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების რიგით მეორე საერთაშორისო  კონფერენცია ,,არაფორმალური განათლების გამოწვევები”. კონფერენცია წარიმართა თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი გვილავას, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის მონაწილეობით,…

კულტურის დიპლომატიის აკადემია

16 ნოემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის ფარგლებში გაიმართა ლექციები, ვორქშოფები, პრეზენტაციები.  ლექცია ევროპულ ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე წაიკითხა ევროპის პარლამენტის კულტურის და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე  დორის პაკმა. შვედმა დიპლომატმა- ელჩმა კარლ-ერიკ ნორმანმა ისაუბრა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ლექცია- საუბრის ფარგლებში თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევებსა და დღევანდელ საკომუნიკაციო ფორმებზე – კომუნიკაციების ექსპერტმა…