სასახლის დირექტორმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

28 დეკემბერს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ 2018 წლის ანგარიში და 2019 წლის პერსპექტიული სამოქმედო გეგმა წარადგინა. ეროვნული სასახლის დირექტორმა ისაუბრა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და სიახლეებზე, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩატარებული საერთაშორისო თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ფესტივალის – „თაობის“ შედეგებზე, ეროვნული სასახლის ახალ მეთოდურ მიდგომებზე, პედაგოგების შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის მნიშვნელოვან…

საახალწლო ზეიმი „პიონერფილმში“

28 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში კინოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საახალწლო ზეიმი გაიმართა აუდიო-ვიზუალური მიმართულების სტუდია „პიონერფილმის“ უმცროსკლასელების და უფროსი თაობის მოსწავლეების მონაწილეობით. ზეიმის მონაწილეებმა განასახიერეს კინო და ზღაპრის გმირები, ისაუბრეს კინოხელოვნების ისტორიისა და განვითარების გზების შესახებ. აუდიტორიას აჩვენეს გასული, 2018 წლის წლის საქმიანობის ამსახველი კადრები, შეაჯამეს გაწეული მუშაობა,გაიხსენეს კურიოზები. შედგა „პიონერფილმის“ წევრების მიერ გადაღებული…