ევროპის მემკვიდრეობის დღეები ეროვნულ სასახლეში!

2-3 ოქტომბერს, ეროვნული სასახლე ევროპული მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა! ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს. „ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება. წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემაა: მემკვიდრეობა და განათლება – სწავლა სიბერემდე!…