ქართული საბავშვო წიგნის დღე – პროექტი “წიგნიპედია”

27 ოქტომბერს ეროვნულის სასახლის ბიბლიოთეკამ პროექტ „წიგნიპედიის“ ფარგლებში ქართული საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ-აქცია გამართა. ქართველი საბავშვო მწერლებისა და ქართული საბავშვო წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, დაიგეგმა თანამედროვე საბავშვო მწერლების ონლაინ-შეხვედრები პატარა მკითხველებთან. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო მწერლები იღებდნენ მონაწილეობას. თბილისის, გორის, ქუთაისის, ხაშურის, წალკის, მარნეულის სკოლების პატარებთან ონლაინ-შეხვედრები გამართეს…