კონკურსი

პოსტერების კონკურსი – ახალგაზრდების ხმა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ

თბილისის ახალგაზრდული კლუბი აცხადებს პოსტერების კონკურსს „ახალგაზრდების ხმა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეებმა ელექტრონული პოსტერის სახით უნდა წარმოაჩინონ პლასტმასით დაბინძურების პრობლემა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოსტერი უნდა გაავრცელოთ ჰეშთეგით #თბილისისახალგაზრდულიკლუბი #ახალგაზრდებიპლასტმასისწინააღმდეგ #ეროვნულისასახლე და ამავდროულად აუცილებლად გამოგზავნოთ მეილზე ნამუშევარი tbilisisakhalgazrduliklubi@gmail.com გთხოვთ, თქვენი ელექტრონული წერილის აღწერაში აუცილებლად მიუთითოთ პოსტერის ავტორის…