ლიზა ბათიაშვილი სტუმრად ეროვნულ სასახლეში

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს სტუმრად ეწვია. ლიზა ბათიაშვილი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი ჯგუფების რეპეტიციას დაესწრო. მევიოლინემ, ახალგაზრდა კოლეგებს პროფესიული რჩევები გაუზიარა და წარმატება უსურვა.