ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი ეროვნულ სასახლეში

19-25 ივლისს, ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელიც მინანქრის ხელოვნებისადმი ახალგაზრდების დაინტერესებას, მისი ისტორიისა და მიმდინარე, ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას ისახავდა მიზნად. აღნიშნული  ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სოფიო ჩიტორელიძემ ჩაუტარა ლექცია, სადაც ისაუბრა მინანქრის ხელოვნებაში მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიდგომების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ეროვნული სასახლის როლზე…

რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი

25 ივლისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში ცნობილი თეატრალური მოღვაწის, სცენარისტისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გ.ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი. პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს და მიეძღვნა რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს. საღამოზე წარმოდგენილი იყო დმიტრი შოსტაკოვიჩი –…