შეხვედრა მსახიობ თამარ სხირტლაძესთან

30 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  თეატრალური მიმართულების  თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა  საქართველის  სახალხო არტისტთან, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  აკადემიური  თეატრის მსახიობთან, სასახლის წარმატებულ აღზრდილთან   თამარ სხირტლაძესთან. თეატრალური მიმართულების მოსწავლეებმა, კოლეგებმა,  ისაუბრეს მსახიობის   შემოქმედებაზე, მის მიერ სცენასა და ეკრანზე  შექმნილ გამორჩეულ სახეებზე.  წარმოდგენილი იყო სცენები სასახლის  თოჯინების თეატრის სპექტაკლებიდან. თამარ სხირტლაძემ  გაიხსენა   სასახლეში გატარებული წლები,  პირველი…

ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენება – განხილვა

22  მარტს ეროვნული   სასახლის   აუდიო-ვიზუალური მიმართულების ორგანიზებით  გაიმართა ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენება – განხილვა. ფილმის ჩვენების დასასრულს, რეჟისორმა  ნიკოლოზ ხომასურიძემ სასახლის მოსწავლეების კითხვებს უპასუხა,  გაიმართა ფილმის განხილვა, ისაუბრეს  გადაღების პროცესზე.

რობოტოტექნიკის სემინარი

20 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების წრეების   მოსწავლეთა მონაწილეობით  გაიმართა  Lego – საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფუძნებული ტექნიკის ვორქშოფი;   ბავშვთა  და მოზარდთა განმავითარებელი,  რობოტოტექნიკის და პროგრამირების შემსწავლელი ცენტრის Robotics. ge აღმასრულებელმა დირექტორმა  ნინა ბექაურმა, ტრენერმა ლადო ლაბაძემ სემინარის მონაწილეებს  წარუდგინეს  პრეზენტაცია ცენტრის საქმიანობის, მიმართულებების,  პროექტების და პროგრამების შესახებ, ტექნიკისა და ელექტროტექნიკის უახლესი გამოგონების დახმარებით გააცნეს…

მიხეილ ცალქალამანიძის საიუბილეო საღამო

16 მარტს,   მოსწავლე – ახალგაზრდობის  ეროვნულ სასახლეში  საქართველოს დამსახურებული მხატვრის,  სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მიმართულების პედაგოგის, მიხეილ ცალქალამანიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. მიხეილ ცალქალამანიძეს იუბილე  მიულოცეს   საქართველოს  მხატვართა კავშირის  თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ,  მხატვრებმა, სასახლის პედაგოგებმა  –  კოლეგებმა ისაუბრეს ცნობილი მხატვრისა და პედაგოგის,  საქართველოში ტიხრული მინანქრის ფუძემდებლის   დახვეწილ  მრავალფეროვან შემოქმედებაზე, მის დამსახურებაზე ქართული კულტურის, ეროვნული  სასახლის წინაშე,…

შეხვედრა ბელორუსის ბავშვთა და ახალგაზრდობის სახელოვნებო შემოქმედებითი ეროვნული ცენტრის დირექტორთან

2 მარტს, გაიმართა შეხვედრა ბელორუსის საგანმანათლებლო დაწესებულების ბავშვთა და ახალგაზრდობის სახელოვნებო შემოქმედებითი ეროვნული ცენტრის დირექტორს ნადეჟდა ვასილჩენკოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორს თიკა რუხაძეს შორის. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.

ფილმის ჩვენება აფროამერიკელთა ისტორიის თვის ფარგლებში

21 თებერვალს, ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში, საქართველოში აშშ-ის  საელჩოსა და ამერიკული კუთხის ორგანიზებით, აფროამერიკელთა ისტორიის თვის ფარგლებში, გაიმართა ფილმის ჩვენება. დოკუმენტური ფილმების ჩვენება  მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, ფილმები ამ აქტუალურ თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, პრობლემისადმი აშშ-ის საზოგადოების დამოკიდებულებას  წარმოაჩენს. ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ნათელა ურუშაძემ,  კურატორმა აშშ-ის სალჩოდან ნანა შუღლაძემ, მოხალისე სპიკერმა, ამერიკათმცოდნეობის დოქტორანტმა, მოწვეულმა ლექტორმა…

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-წლიანი ისტორია

15 თებერვალს, მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ლექცია-საუბარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივესიტეტის ხელმძღვანელმა, მარინა ლომოურმა მოზარდებს უამბო უნივერსიტეტის 100 -წლიან ისტორიაზე, მის დაფუძნებასა და განვითარების პროცესზე, მის მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ლექციის დასასრულს საინტერესო დიალოგი გაიმართა.

სასახლის დირექტორის ანგარიში და პროექტების პრეზენტაცია

8 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლის სამომავლო გეგმების, პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ შეაჯამა 2017 წელი და ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, როგორიც არის განახლებული მართვის სისტემა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, სასახლის დოკუმენტური ფილმი, საიუბილეო ელექტრონული და ბეჭდური კატალოგი, არაფორმალური განათლების გზამკვლევის გამოცემა,…

შეხვედრა ტელეწამყვან დავით სოკოლოვთან

5 თებერვალს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილის” მოსწავლეებს სტუმრად ეწვია ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი. ცნობილ ტელეწამყვანს გაახსენეს ტელევიზიის დაარსების დღიდან მისი საქმიანობის ამსახველი კადრები, ფოტომასალა, საქართველოს რადიოს ოქროს  ჩანაწერი. მოწვეულმა სტუმრებმა და თანაკლასელებმა გაიხსენეს სკოლის პერიოდი. სტუმრებს  შორის იყო ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი. მან აღნიშნა, რომ დავით სოკოლოვი ათეული წლების განმავლობაში იყო  საუკეთესო…

ფინანსები და საბანკო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში

23 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის  თანამედროვე ტექნოლოგიების და ფინანსური განათლებისა  და ქართული ენისა და ლიტერატურის  მიმართულებების მოსწავლეების  მონაწილეობით გაიმართა  ერთობლივი ღონისძიება  „ფინანსები და საბანკო საქმიანობა  XIX საუკუნის   საქართველოში”. საუბარი ეხებოდა ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, ფინანსური საკითხების ასახვას ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათებას ამ თვალსაზრისით, ფინანსური სფეროსა  და ჰუმანიტარული მიმართულების სხვა საერთო თემატიკას.

ვახტანგ ქარსელაძის 99 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი

21 იანვარს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლაში    გაიმართა ცნობილი მოჭადრაკის, პედაგოგის  ვახტანგ ქარსელაძის 99 წლისთავისადმი მიძღვნილი  „ვახტანგიანას” მთავარი ღონისძიება, ბლიც-ტურნირი მოწვეული საპატიო სტუმრების მონაწილეობით. პირველ დაფაზე პირველი სვლა, სიმბოლურად,  სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ გააკეთა. ტურნირში გაიმარჯვა ლიტერატურულ პრემია „საბას” ლაურეატმა,  პროზაიკოსმა ოთარ ჯირკვალიშვილმა. II ადგილზე გავიდა გიორგი ბაღათუროვის მოსწავლე საბა ლომსაძე, III ადგილი დაიკავა…

ეროვნული სასახლის მოსწავლეები თანატოლებს ეწვივნენ

17 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენლები, მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი და გარემოს” ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრების “ცისარტყელას”, „იმედის”, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრ „ ბეღურების”, ფონდ „ჩემი სახლის” ბენეფიციარებს ეწვივნენ, თანატოლებს შობა-ახალი წელი, დამდეგი ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, მოიწვიეს ეროვნულ სასახლეში. მასპინძელმა ბავშვებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს.