საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში

29 ოქტომბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურიელიძესთან. სტუმარმა ისაუბრა ზოოპარკის ისტორიის, ევოლუციის, დანიშნულებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, ცხოველთა ეგზოტიკურ სახეობებზე, გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებასა და აღდგენაზე, უპასუხა სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეების კითხვებს.

პროექტი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200“

26 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტის ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200″ ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული საათი ,,ვერღა ამიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!” ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელმა რუსუდან ყიფიანმა ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პირადი წერილებიდან. ყურადღება გამახვილდა მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის იმ ნაწილზე, რომელიც სატრფიალო-სამიჯნური ხასიათისაა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

16 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ოთვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ და „საზოგადოებრივი დამცველის” თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის: „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია” ფარგლებში, „საზოგადოებრივი დამცველის”…

„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში“

15 ოქტომბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა 2017-2018 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა. ეროვნული სასახლის მთავარმა ქორეოგრაფმა, პროფესორმა ლაუზი (რეზო) ჭანიშვილმა ისაუბრა ქართული ცეკვის, ქორეოგრაფიის ფენომენის, მისი ისტორიის და განვითარების შესახებ, უპასუხა მრავალრიცხოვან კითხვებს; შეხვედრამ სასახლის მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვორქშოფი “მოქალაქეების მომავალი-ევროპის მომავალი”

12 და 13 ოქტომბერს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  გაიმართა  საერთაშორისო მოძრაობა “ევროპის სულისთვის” ექსპერტების ორი  ვორქშოფი სასახლის მოსწავლეებისათვის, 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.  ღონისძიების  თემა – საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. ვორქშოფს ატარებს მოძრაობა „ევროპის სულისთვის” (A Soul for Europe) ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ კავკასიის ადგილობრივ ფილიალთან „კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიუროსთან”,…

საზეიმო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის ბაღში

8 ოქტომბერს,  მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარედ,   პირველი რესპუბლიკის ბაღში თბილისობის დღესასწაულისა და  ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი    მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიება გაიმართა ეროვნული სასახლის  მოსწავლეების  მონაწილეობით. შეკრებილებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა  გოგი თოდაძემ.  გამოიფინა სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების ნამუშევრები,  გაიმართა ფოტოხელოვნების წრის აღსაზრდელების ფოტოგამოფენა.  შედგა მინი-ტურნირი ჭადრაკში, ერთდროული თამაშის…

ეროვნულ სასახლეში სასწავლო წელი დაიწყო

2 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლა დაიწყო, სასახლის ბენეფიციარები სასახლის 15 მიმართულების 160 -ზე მეტ წრეში შეუდგნენ მეცადინეობას, საკუთარი ინტერესისა და მიდრეკილების შესაბამისად. ახალ, 2017-2018 სასწავლო წელს სასახლე არაერთი საინტერესო სიახლით ხვდება, წლის განმავლობაში განხორციელდება ახალი და ტრადიციული მასშტაბური პროექტები, მათ შორის, საერთაშორისო ფესტივალები და ვორქშოფები,ფორუმები, კონფერენციები.

ვორქშოფი პედაგოგებისთვის ამერიკულ კუთხეში

27 სექტემბერს  ეროვნული სასახლის  ამერიკულ კუთხეში გაიმართა ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი  პროფესორი პოლინა საბინინა.   სხვადასხვა საჯარო   სკოლისა  და სასახლის   STEM-ის (საბუნებისმეტყველო საგნები, მათემატიკა, ტექნოლოგიები) პედაგოგები   აქტიურად მონაწილეობდნენ  ვორქშოფში;  პროფესორმა  ისაუბრა  ისეთ მნიშვნელოვან  თემებზე, როგორიცაა   ინდივიდუალური აზროვნება, სახალისო მათემატიკა, ლოგიკური საკლასო თამაშები,  სწავლების თანამედროვე  მეთოდოლოგიები.   ვორქშოფის  მონაწილეებს გადაეცემათ  სერთიფიკატები. პროექტს ახორციელებს აშშ- ის საელჩო საქართველოში, განათლებისა…

გამოფენა „მხედველი სული“

20 სექტემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა გამოფენა -პროექტის  „მხედველი სულის” პრეზენტაცია.  პროექტის მიზანია კულტურულ-შემოქმედებით და შემეცნებით პროცესში საზოგადოების  ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების (მათ შორის, მცირემხედველი და უსინათლო) ინტერაქტიული ინკლუზია ხელოვნების დახმარებით. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ახალგაზრდებისათვის   კულტურულ –  სოციალური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ სასახლის კარი  მუდამ ღიაა ასეთი კრეატიული  ღონისძიებებისთვის.…

ეროვნული სასახლე გელით 4 სექტემბრიდან

მშობელთა და მოსწავლეთა  საყურადღებოდ! ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, მოსწავლეთა რეგისტრაცია  2017/2018   სასწავლო წლისათვის დაიწყება 2017  წლის 4  სექტემბრიდან;  რეგისტრაცია იწარმოებს  ეროვნული სასახლის რეგისტრაციის განყოფილებაში,  ყოველდღე,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 სთ-დან 17 სთ-მდე. სწავლა დაიწყება 2 ოქტომბრიდან. მოდი  სასახლეში, აირჩიე  სასურველი წრე შენი ინტერესისა და მოთხოვნის  გათვალისწინებით. შენი წარმატებული მომავალი იწყება აქ!

ეროვნული სასახლის იუბილე იმედზე ეკა ხოფერიას თოქ შოუში

ეროვნული სასახლის საიბულეო ღონისძიებებს ეკა ხოფერიამ თავისი სატელევიზიო თოქ შოუს მთელი გამოშვება მიუძღვნა. გადაღებებში ჩართული იყო მთელი სასახლე და მოწვეული სტუმრები.