ეროვნულ სასახლეში “თბილისის ახალგაზრდული კლუბის” პრეზენტაცია გაიმართა

18 მარტს, ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში  გაიმართა „თბილისის ახალგაზრდულ კლუბის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებაში. კლუბის  წევრობა ნებაყოფლობითია. მასში გაწევრიანება შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს. მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, ეროვნული…

ეროვნულ სასახლეში სასწავლო პროცესი განახლდა

ადგილზე სწვალება განახლდა შემდეგ წრეებზე: აუდიო–ვიზუალური მიმართულება: გ. თიკანაძის სახელობის  ფოტოსტუდია კინომოყვარულთა  კლუბი  ,,პიონერფილმი” თეატრალური მიმართულება: თეატრალური დასი ,, პოეზიის თეატრი“ და ,,დრამატული თეატრი” თოჯინების თეატრი მუსიკალური მიმართულება: ვოკალური ჯგუფი  დამწყებთათვის ვოკალური ჯგუფი მოზარდთათვის დასარტყამი ინსტრუმენტები დამწყებთათვის კლასიკური ვოკალის ჯგუფი ფოლკლორული  ჯგუფები და ანსამბლები სტუდია „შვიდკაცა“ ხალხური საკრავები ანსამბლი “მზიური” (შერჩევა კონკურსით) მევიოლინეთა ანსამბლი “სიმი”…

მეწარმეობისა და სტარტაპ აზროვნების ონლაინ კურსი

 2 აპრილიდან, ეროვნული სასახლე ფაბლაბ ილიაუნისთან თანამშრომლობით სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს „მეწარმეობისა და სტარტაპ აზროვნების“ ონლაინ კურსს. დღევანდელ დროში ახალგაზრდების უმრავლესობა ისეთ შესაძლებლობებს ეძებს, რითაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის ან საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს. სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბება სკოლის ასაკიდან იწყება. მსგავსი სახის განათლება უდიდეს როლს თამაშობს, როგორც მოსწავლის კარიერულ განვითარებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით…

გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგი

14 მარტიდან, ეროვნული სასახლე ფაბლაბ ილიაუნისთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის „გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგის კურსს“ იწყებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Adobe Illustrator CC-ს. კურსის მიზანია, მოსწავლეებს გააცნოს გრაფიკულ დიზაინთან მუშაობის პრინციპები, ძირითადი მახასიათებლები და გრაფიკული ნამუშევრების დამოუკიდებლად შექმნა. კურსის ფარგლებში მონაწილე : სრულად დაეუფლება პროგრამა illustrator-ს, მასში მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხელსაწყოებს; შეძლებს საკუთარი ნამუშევრების დამოუკიდებლად შექმნას;…

ეროვნული სასახლის 80 წლის საიუბილეო ბლიც-ტურნირი ჭადრაკში

7 თებერვალს 11:00 საათზე, ეროვნული სასახლე 80 წლის საიუბილეოდ გიწვევთ ჭადრაკის კლუბ „ნტნ“ – ის საკვირაო ონლაინ ბლიც-ტურნირზე. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელებს და 20 წლამდე ასაკის მოწვეულ მოჭადრაკეებს. ტურნირი გაიმართება ონლაინ – საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე – www.chess.com ტურნირის დროის კონტროლი – 3 წუთი 2 წამის დამატებით. ტურნირის…

ეროვნული სასახლის განცხადება

ეროვნულ სასახლეში, 18 იანვრიდან ონლაინ სწავლება განახლდა. ასევე, შეუფერხებლად მიმდინარეობს მიღება ონლაინ სწავლებებზე საგნობრივ მიმართულებებში. ეროვნული სასახლის 2020-2021 წლის სასწავლო სერვისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://youthpalace.ge/2020-2021/ სასახლის გადამხდელი მოსწავლეების სერვისებზე პირველადი ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე: http://www.registration.youthpalace.ge ონლაინ რეგისტრაციისას შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე, სამუშაო დღეებში 11-დან 17 საათამდე: (+995) 599 899 755;

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება წელს მესამედ შეუერთდა კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს (7-13 დეკემბერი), რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 2020 წელს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის თემაა – „კომპიუტერული მეცნიერება სოციალური თანასწორობისთვის“. კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის – ადმირალ გრეის…

„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2020“

11, 12 და 13 დეკემბერს, ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020”. კონფერენცია ეძღვნებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლისთავს და მიზნად ისახავდა ქალების როლის ზრდის ხელშეწყობას თავდაცვის სექტორში. 11 დეკემბერს, კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს: ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ, ეროვნული…

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

11დეკემბერს, ეროვნულ სასახლესა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ნანა დიხამინჯიამ. მემორანდუმის მიზანია, ეროვნულ სასახლესა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გაზრდა, ტექნიკური მიმართულების, კერძოდ , არქიტექტურისა და დიზაინის საგნების, ასევე სხვა პროფესიული ორიენტაციისა და…

კინოგანათლების ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის

ეროვნული სასახლე და კულტურის და განათლების ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს “კინოგანათლების ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის”, რომლის მიზანია კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა www.filmeducation.ge რომელიც მოიცავს სამი ტიპის საგანმანათლებლო რესურსებს: სასწავლო მასალებს, ვიდეოლექციებსა და ონლაინ სასწავლო კურსებს. ეროვნული სასახლის ოფიციალურ facebook გვერდზე ეტაპობრივად გაზიარდება ვიდეოლექციები, რომელთა ფორმატია თეორიული და ვიზუალური მასალის სინთეზი.…

არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი ეროვნულ სასახლეში

2020 წლის 4 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით ჩატარდა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების ორგანიზაციები, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და დარგის მოწვეული ექსპერტები. ფორუმს მიესალმნენ, თბილისის მერიის სახელით – ანდრია ბასილაია და თბილისის საკრებულოს…

ქართული საბავშვო წიგნის დღე – პროექტი “წიგნიპედია”

27 ოქტომბერს ეროვნულის სასახლის ბიბლიოთეკამ პროექტ „წიგნიპედიის“ ფარგლებში ქართული საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ-აქცია გამართა. ქართველი საბავშვო მწერლებისა და ქართული საბავშვო წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, დაიგეგმა თანამედროვე საბავშვო მწერლების ონლაინ-შეხვედრები პატარა მკითხველებთან. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო მწერლები იღებდნენ მონაწილეობას. თბილისის, გორის, ქუთაისის, ხაშურის, წალკის, მარნეულის სკოლების პატარებთან ონლაინ-შეხვედრები გამართეს…