11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

მიმართულებები

 

 

ქორეოგრაფიული მიმართულება


ქორეოგრაფიული ხელოვნება  ბავშვის, მოზარდისა და ახალგაზრდობის ესთეტიკური, პატრიოტული და მსოფლმხედველობითი აღზრდის მძლავრი საშუალებაა. იგი აყალიბებს ბავშვის გარეგნულ ფიზიკურ მონაცემებს, ესთეტიკური ფასეულობისადმი და შემოქმედებითი საქმიანობისადმი ინტერესს.

 

ეროვნულ სასახლეში დიდი ყურადღება ექცევა ქორეოგრაფიული ხელოვნების საწყისებს. ამ მიზნით სასახლეში მოქმედებს წრეები, მოსამზადებელი ჯგუფები და ანსამბლები. მათი დაკომპლექტება ხდება მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური თავისებურებების, უნარ-ჩვევებისა და მონაცემების გათვალისწინებით. აქ მოსამზადებელი ჯგუფები და ანსამბლები მუშაობენ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მიერ დამტკიცებული და ექსპერიმენტულად შემოწმებული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.

 

ქორეოგრაფიულ მიმართულებაზე ფუნქციონირებს შემდეგი წრეები/ჯგუფები

  • ქართული ცეკვა - მოსამზადებელი ჯგუფები 60 ლარი
  • სამოყვარულო ცეკვების ჯგუფი 50 ლარი
  • თანამედროვე   ცეკვა - მოსამზადებელი ჯგუფები 60 ლარი
  • სამეჯლისო ცეკვა 60 ლარი
  • ბალეტი  50 ლარი
  • აკორდეონის შემსწავლელი ჯგუფი 50 ლარი
  • დოლის შემსწავლელი ჯგუფი 50 ლარი