11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის ტრენინგი ეროვნულ სასახლეში
12.06.2017

ეროვნულ სასახლეში EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის, პროექტის მენეჯერის  ჟანეტა სტატევსკას  ტრენინგი მიმდინარეობს  ევროკავშირისა და ევროკომისიისგან თანხების მოძიების შესაძლებლობებსა და პროცედურებთან დაკავშირებით. სემინარის თემაა  ევროპული ფონდები, დაფინანსება და ფონდების მოძიება; ცნობილი ევროპული ფონდები და ორგანიზაციები, როგორც პოტენციური დონორები; ევროპული ფონდების  პრიორიტეტები და მიმართულებები;  პარტნიორების მოძიების გზები, თანამედროვე პროექტის, საგრანტო განაცხადის  ძირითადი ასპექტები; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  უპირატესობები და  შესაძლებლობები ევროპული ფონდების მოზიდვისათვის,  სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საერთაშორისო  ტრენინგი სასახლის  პედაგოგების,  თანამშრომლების  აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.