11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ვორქშოფი პედაგოგებისთვის ამერიკულ კუთხეში
28.09.2017

 

27 სექტემბერს  ეროვნული სასახლის  ამერიკულ კუთხეში გაიმართა ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი  პროფესორი პოლინა საბინინა.   სხვადასხვა საჯარო   სკოლისა  და სასახლის   STEM-ის (საბუნებისმეტყველო საგნები, მათემატიკა, ტექნოლოგიები) პედაგოგები   აქტიურად მონაწილეობდნენ  ვორქშოფში;  პროფესორმა  ისაუბრა  ისეთ მნიშვნელოვან  თემებზე, როგორიცაა   ინდივიდუალური აზროვნება, სახალისო მათემატიკა, ლოგიკური საკლასო თამაშები,  სწავლების თანამედროვე  მეთოდოლოგიები.   ვორქშოფის  მონაწილეებს გადაეცემათ  სერთიფიკატები. პროექტს ახორციელებს აშშ- ის საელჩო საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.