11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
16.10.2017

 

16 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ოთვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ და „საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის: „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია" ფარგლებში, „საზოგადოებრივი დამცველის" ხელშეწყობით, ბენეფიციარებს ექნებათ საშუალება, ისწავლონ მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის როგორც ფასიან, ასევე უფასო წრეებში, კლუბებში.