11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

მოძრაობის „A Soul for Europe“ კონფერენცია ბერლინში
13.11.2017

 

10-11 ნოემბერს,  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბერლინში  გამართულ  მოძრაობა "ევროპის სულის" („A Soul for Europe")  კონფერენციაში მონაწილეობდნენ   მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის  პროექტების და პროგრამების განყოფილების  ხელმძღვანელი ლევან დვალი,  სასახლის საბუნებისმეტყველო მიმართულების  მოსწავლე  ნიკოლოზ ცაგარეიშვილი, რომელიც 12-14 ოქტომბერს, სასახლეში  ჩატარებული ვორქშოფის შედეგად შეირჩა, როგორც აქტიური მონაწილე. 

კონფერენციაზე  განიხილეს ევროპის საერთო მომავალთან დაკავშირებული საკითხები: „ვინ არის პასუხისმგებელი ევროპის მომავალზე? როგორ შეუძლიათ  მოქალაქეებს, ქალაქებსა და პარლამენტებს ითანამშრომლონ  ევროპის უკეთესი მომავლისთვის?" კონფერენციის მიზანია ყურადღების მიპყრობა მოქალაქეების,  მუნიციპალიტეტების   მოსახლეობის მნიშვნელოვან როლზე, აქტიურ ჩართვაზე  ამ მიმართულებით  და მისი  დაკავშირება ევროპის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა დონის პასუხისმგებელ ორგანოებთან,  გამოცდილების  გაზიარების ახალი მეთოდების შემუშავება;  ევროპის  უკეთესი საერთო მომავლისთვის,   მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის  სრულად გაცნობიერება.