11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ფინანსები და საბანკო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში
29.01.2018

 

23 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის  თანამედროვე ტექნოლოგიების და ფინანსური განათლებისა  და ქართული ენისა და ლიტერატურის  მიმართულებების მოსწავლეების  მონაწილეობით გაიმართა  ერთობლივი ღონისძიება  „ფინანსები და საბანკო საქმიანობა  XIX საუკუნის   საქართველოში". საუბარი ეხებოდა ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, ფინანსური საკითხების ასახვას ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათებას ამ თვალსაზრისით, ფინანსური სფეროსა  და ჰუმანიტარული მიმართულების სხვა საერთო თემატიკას.