11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

სასახლის დირექტორის ანგარიში და პროექტების პრეზენტაცია
08.02.2018

 

8 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლის სამომავლო გეგმების, პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ შეაჯამა 2017 წელი და ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, როგორიც არის განახლებული მართვის სისტემა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, სასახლის დოკუმენტური ფილმი, საიუბილეო ელექტრონული და ბეჭდური კატალოგი, არაფორმალური განათლების გზამკვლევის გამოცემა, სასახლის მუზეუმის გახსნა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები და სხვა. 
პრეზენტაციის ფარგლებში თიკა რუხაძემ 2018 წელს ეროვნული სასახლის მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა თეატრალურ და მუსიკალურ ფესტივალზე, წიგნიერების და ჭადრაკის პოპულარიზების პროგრამაზე, ახალგაზრდა ფოლკლორისტთა ტრადიციულ შეკრებასა და 72-ე სასწავლო-შემოწმედებითი კონფერენციაზე, სოციალურ-ფინანსური განათლების პოპულარიზების პროგრამაზე, არაფორმალური განათლების მე-2 საერთაშორისო კონფერენციასა და ახალგაზრდულ გაცვლით (ერასმუს +) პროექტზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე. ეროვნული სასახლის დირექტორმა ასევე ისაუბრა პრობლემურ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეროვნული სასახლე და მისი გუნდი დგას. პრეზენტაციის ბოლოს თიკა რუხაძემ თანამშრომლების კითხვებს უპასუხა.