ეროვნული სასახლის წრეებსა და სასწავლო მიმართულებებზე რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ონლაინ, გარდა შეღავათებით მოსარგებლეთათვის, რომელთა რეგისტრაცია განხორციელდება ადგილზე 2025 წლის 25 სექტემბრიდან.
ონლაინ რეგისტრაციისას შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე, სამუშაო დღეებში 11-დან 18 საათამდე:
(+995 32) 298 40 44;
(+995 32) 299 80 88;
(+995) 599 899 755.
ყურადღება!!!
2023-2024 სასწავლო წელს რეგისტრირებული ბენეფიციარი არ არის ვალდებული გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია.
აღნიშნული ბენეფიციარი გაივლის მხოლოდ ავტორიზაციას(უკვე არსებული მომხმარებლით და პაროლით).
პირობა ეხება როგორც გადამხდელ, ისე შეღავათით მოსარგებლე ბენეფიციარებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსით მოსარგებლე ბენეფიციარი ვალდებულია ატვირთოს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი განახლებული დოკუმენტი.
ხოლო გადამხდელი ბენეფიციარი ავტორიზაციის გავლის შემდეგ ვალდებულია ატვირთოს მიმდინარე სასწავლო-სარეგისტრაციო წლიური (25 ლარი) გადასახადისა და საგნის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნახევარი თვის).
გთხოვთ გაითვალისწინოთ რიგ სერვისებზე, როგორიც არის ანსამბლი „მზიური“, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი“, სტუდიები თუ კლუბები, რეგისტრაცია ხდება წინასწარი შერჩევის გზით. აღნიშნული შერჩევების, მოსმენებისა და გასაუბრებების თარიღებზე ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისი მიმართულების კოორდინატორებთან.
· ეროვნული სასახლის წრეებზე მიიღებიან მსურველები 6 წლის ასაკიდან.
· ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთა რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის.
· სწავლის დაწყების შემდეგ ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ მოსწავლეს გადაეცემა პლასტიკური ბარათი და ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება სასახლესა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის;
· ხელშეკრულებაში მითითებული თანხა შეადგენს სწავლების ერთი თვის საფასურს, გარდა ინდივიდუალური საათებისა. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ, დადგენილი წესის შესაბამისად;
· სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:
18 წლამდე ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებული არიან საქართველოს სოციალური მომსახურების თბილისის სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს.
მრავალშვილიანი ოჯახის შვილები;
შშმ პირები;
ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები;
გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი);
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
(დოკუმენტაციაუნდააიტვირთოსსარეგისტრაციოფორმაში)
არასრულწლოვანის შემთხვევაში - მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
სრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი;
სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობას გასცემს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
შშმ პირებისთვის - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილებისთვის - შესაბამისი დოკუმენტი.
ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ „ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.
რეგისტრაციისსაფასური
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 74327 7332;
დანიშნულება – (მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი) რეგისტრაციის ღირებულება/სწავლების საფასური,მიუთითეთ პედაგოგის სახელი და გვარი.
თანხა – 25 ლარი
სწავლისსაფასური
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 74327 7332;
დანიშნულება – მიუთითეთ პედაგოგის სახელი და გვარი, მოსწავლის სახელი და გვარი.