loaded youthpalace.ge

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

  • რა საბუთებია საჭირო სასახლის წრეებზე რეგისტრაციისთვის?

    ეროვნულ სასახლეში რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში და საჭიროა შემდეგი  დოკუმენტაცია:

    1. არასრულწლოვანის შემთხვევაში - მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

    2. სრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი;

    შეღავათებით მოსარგებლეთათვის, გარდა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციისა, საჭიროა დამატებით საბუთები:

    1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის - ახალი  ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ   მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);

    2. მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლის მომსახურების სააგენტო);

    3. შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან  შშმ-ის დამადასტურებელი ცნობა;

    4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.

  • რა ასაკის ბავშვებს იღებთ სასახლეში?

    სასახლეში არსებულ სერვისებზე მოსწავლეები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. გამონაკლისის სახით, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, ზოგიერთ წრეზე დასაშვებია სკოლამდელი (4-5 წლის) ასაკის მოსწავლის მიღება. 

  • როდის იწყება ონლაინ რეგისტრაცია ეროვნულ სასახლეში?

    ეროვნულ სასახლეში 2024-2025 სასწავლო წლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია განახლდება 2 სექტემბრიდან

  • ეხებათ თუ არა შეღავათები გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეებს?

    განსაკუთრებული  ნიჭით გამორჩეული მოსწავლე, მიმართულების  ხელმძღვანელის  წარდგინების  შემთხვევაში,  თავისუფლდება  რეგისტრაციისა და ფასიან წრეებზე სწავლის საფასურისგან, რაზეც გადაწყვეტილებას  იღებს სასახლის დირექტორი.

    ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

  • რა შეღავათებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირები?

    შეზღუდული  შესაძლებლობის  პირები  თავისუფლდებიან  სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან.

    ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

  • რა შეღავათებით სარგებლობენ მოსწავლეები (სოციალურად დაუცველთა ოჯახის შვილები, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები და სხვ.)?

    საშეღავათო პირობებით სარგებლობენ 18 წლამდე მოზარდები და თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან:

    საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს; მრავალშვილიანი ოჯახის შვილები; შშმ პირები; ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები (გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).

    ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

  • შესაძლებელია თუ არა სწავლის დაწყებამდე გავესაუბროთ პედაგოგს?

    1 სექტემბრიდან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

    599 899 755;

    032 298 40 44;

    032 299 80 88.

    ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე.

  • რომელ დღეებში ტარდება მეცადინეობები?

    მეცადინეობის დღეები არ არის სტანდარტული.

    დეტალურ ინფორმაცისათვის 1 სექტემბრიდან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

    599 899 755;

    032 298 40 44;

    032 299 80 88.

    ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე.

  • კვირაში რამდენჯერ ტარდება მეცადინეობები?

    მეცადინეობების რაოდენობა განისაზღვრება არაფორმალური სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე.

  • მაინტერესებს ინფორმაცია სასახლის უფასო და ფასიანი წრეების შესახებ

    სასახლეში მოქმედებს საგნობრივი და საშემსრულებლო მიმართულების უფასო და ფასიანი წრეები. უფასო და ფასიანი სერვისების სრულ ჩამონათვალს გაეცნობით ეროვნული სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

    საგანმანათლებლო სერვისების 

     

  • შესაძლებელია თუ არა ეროვნულ სასახლეში ადგილზე მოსვლით რეგისტრაციის გავლა?

    იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ონლაინ რეგისტრაციის საშუალება შეგიძლიათ მობრძანდეთ ადგილზე:

    ადგილზე მოსვლის შემთხვევაში, ეროვნული სასხლის რეგისტრატორი დაეხმარება მშობელს/სრულწლოვანს ონლაინ გაიარო ავტორიზაცია/რეგისტრაცია  და დაარეგისტრირო შვილი/შვილები, ან/და საკუთარი თავი; ადგილზე რეგისტრაციის დროს არ ხდება ონლაინ გადახდა!  მშობელი ვალდებულია თან იქონიოს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია და გადახდის ქვითარი. 

    დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • არასრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

    • სრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი;

    • სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
    • მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
    • შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.