ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური - კადრების მენეჯერი (საბუთების წარდგენა 2022 წლის 21 მარტამდე) - დასრულებულია
პოზიციის დასახელება - კადრების მენეჯერი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - საშტატო განრიგის შესაბამისად
სამუშაო აღწერილობა:
- ორგანიზაციის თანამდებობრივი პოზიციების სამუშაო აღწერილობების შემუშავება და პერიოდული განახლება;
- ელ. დოკუმენტბრუნვის სისტემაში საკადრო დოკუმენტაციის მომზადება/განთავსება;
- მონაცემთა ელექტრონული ბაზების, პერსონალის პირადი საქმეების მოწესრიგება;
- ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
- თანამშრომლის შერჩევისა და დაქირავების პროცესის მართვა (კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება, შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა, რეკომენდაციების გაწევა);
- კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება.
დამატებითი მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი სერტიფიკატი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - თბილისი, რუსთაველის გამზირი N6;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ავტობიოგრაფია / cv;
- სერტიფიკატის, სიგელის და სხვა დოკუმენტების ასლები;
- სამოტივაციო წერილი / ხედვა.
კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების განხილვა;
- გასაუბრება (დაიშვებიან შერჩეული კანდიდატები).
საბუთების წარდგენის ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 21 მარტის 18 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@nationalpalace.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო პირი - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ნანა მახარაძე: 599 899 713.