სასწავლო მეთოდური ცენტრი - მეთოდისტი (საბუთების წარდგენა 2022 წლის 21 მარტამდე) - დასრულებულია
პოზიციის დასახელება - მეთოდისტი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - საშტატო განრიგის შესაბამისად
სამუშაო აღწერილობა:
- ორგანიზაციის სასწავლო-მეთოდური ცენტრის მეთოდური სამოქმედო გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით, ახალი მეთოდიკების / მიდგომების მოძიებასა და შემუშავებაში მონაწილეობა;
- უცხოური მეთოდური ლიტერატურის მოძიება / ადაპტირება;
- საგანმანათლებლო სილაბუსების შეფასება / ანალიზი;
- საერთაშორისო და ადგილობრივი არაფორმალური განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების მოძიება;
- ეროვნული სასახლის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობა.
დამატებითი მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - თბილისი, რუსთაველის გამზირი N6;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ავტობიოგრაფია / cv;
- სერტიფიკატის, სიგელის და სხვა დოკუმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი / ხედვა.
კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების განხილვა;
- გასაუბრება (დაიშვებიან შერჩეული კანდიდატები).
საბუთების წარდგენის ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 21 მარტის 18 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@nationalpalace.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო პირი - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ნანა მახარაძე: 599 899 713.