ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური - სამსახურის უფროსი (საბუთების წარდგენა 2022 წლის 21 მარტამდე) - დასრულებულია
პოზიციის დასახელება - სამსახურის უფროსი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - საშტატო განრიგის შესაბამისად
სამუშაო აღწერილობა:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის საქმიანობის წარმართვა;
- ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსების დანერგვა და განვითარება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმიანობებში;
- ინფორმაციულ რესურსებზე დაშვების შესაძლებლობების გაფართოება როგორც ორგანიზაციის ტერიტორიაზე, ისე მისი ტერიტორიის გარეთ (დისტანციური საშუალებებით);
- ერთიანი საინფორმაციო ბაზისა და სარეგისტრაციო სისტემის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი;
- სისტემებში პრობლემებისა და ინციდენტების აღწერა და მათი დროული აღმოფხვრა;
- საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური სერვისების მართვა.
დამატებითი მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მართვის და გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - თბილისი, რუსთაველის გამზირი N6;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ავტობიოგრაფია / cv;
- სერტიფიკატის, სიგელის და სხვა დოკუმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი / ხედვა.
კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების განხილვა;
- გასაუბრება (დაიშვებიან შერჩეული კანდიდატები).
საბუთების წარდგენის ვადა არაუგვიანეს 2022 წლის 21 მარტის 18 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@nationalpalace.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო პირი - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ნანა მახარაძე: 599 899 713.