თბილისის ამერიკული კუთხე
ეროვნულ სასახლეში არსებული ამერიკული კუთხე წარმოადგენს ამერიკული სტილის ბიბლიოთეკას, რომელიც შეიქმნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად. კუთხეში თავმოყრილია ინფორმაცია ამერიკის ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ორ ქვეყანას შორის.
ამერიკული კუთხე მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის გამოცემას, მათ შორის: საცნობარო და მხატვრულ ლიტერატურას, გამოცემებს ბიზნესისა და მმართველობის შესახებ, აგრეთვე ლიტერატურას ინგლისური ენის სწავლებისათვის, ინტერნეტ-კავშირს. ამერიკულ კუთხეში მომხმარებლებს შეუძლიათ: წაიკითხონ წიგნები; ისარგებლონ ინტერნეტით; ჩაერთონ საკლუბო საქმიანობაში; გაერთიანდნენ სხვადასხვა კლუბებში; დაესწრონ კინოჩვენებებს; დაათვალიერონ გამოფენები; ჩაერთონ ამერიკული კუთხის სხვადასხვა პროექტებში (საგანმანათლებლო ღონისძიებები, სპიკერ პროგრამები, სემინარები, კონკურსები).
ამერიკულ კუთხეში გაწევრიანება შეუძლია V-XII კლასის მოსწავლეებს ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა.
ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეში, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, მოსწავლეთა რეგისტრაცია 15 სექტემბრიდან დაიწყო.
ამერიკული კუთხის კლუბები:
- English for Kids (Grade V)
- English for Kids (Grade VI)
- American Book Club (Grade VII)
- American Book Club (Grade VIII)
- All About America (IX-XII)
- Conversation Club (IX-XII)
- STEM Club (IX-XII)
- Coding Club (VI-VII)
- Robotics (V-VI)
- Video Games Club (IX-X)
- Junior Movie Club (VII-VIII)
- Sunday Movie Club (IX-XII)