2021-2022 სასწავლო წელი
ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მომსახურებები
გაცნობებთ, რომ COVID 19-ის რეგულაციებისა და ეროვნულ სასახლეში მიმდინარე სარესტავრაციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, სასწავლო წლის მანძილზე სწავლა წარიმართება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმში.
ეროვნულ სასახლეში ბენეფიციართა რეგისტრაციის წლიური საფასური შეადგენს 25 ლარს და ხელშეკრულება ფორმდება ფასიან სერვისებზე ინდივიდუალურად, სასწავლო კურსის ვადის და პირობების გათვალისწინებით (ფასიან სერვისებზე მითითებული თანხა შეადგენს სწავლების ერთი თვის საფასურს. საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად).
ეროვნული სასახლის საგანმანათლებლო სერვისები:
ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულება
ფსიქოლოგია:
უცხო ენების მიმართულება
მათემატიკის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება
არქიტექტურის და ინჟინერიის მიმართულება
საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულება
ქორეოგრაფიული მიმართულება
მუსიკალური მიმართულება
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება
ფერწერის სახელოსნო:
კერამიკის სახელოსნო:
დეკორატიული ხელოვნების სახელოსნო:
ჭედურობის სახელოსნო „ჩუქურთმა“:
თეატრალური მიმართულება
საჭადრაკო სკოლა
აუდიო-ვიზუალური მიმართულება
ამერიკული კუთხის კლუბები:
კლუბები:
სააბიტურიენტო სწავლება:
საკვირაო და საზაფხულო სკოლები:
მოკლევადიანი კურსები (სრული კურსი).
სასახლეში მოქმედი შეღავათები
საშეღავათო პირობები:
ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში“ 18 წლამდე პირები თავისუფლდებიან ფასიანი წრეების ყოველთვიური გადასახადისგან (არაუმეტეს 3 წრე) და ერთჯერადი მომსახურებისგან (გარდა სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფებისა და ინდივიდუალური მომზადებისა):
შენიშვნა: საშეღავათო პირობები, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების გათავისუფლებას ფასიან წრეებზე არსებული ყოველთვიური გადასახადისაგან არ ვრცელდება მოსწავლეების მომსახურების იმ ნაწილზე, რომელიც ფინანსდება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N 72-137 დადგენილების პირველი მუხლის “ე” პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად .