კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ა(ა)იპ” ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ (შემდგომში - ეროვნული სასახლე) აფასებს თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და შეთავაზებების მიმართ იჩენთ.
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ეროვნული სასახლის სერვისების მიღების განმავლობაში და შემდგომში.
ეროვნული სასახლის სერვისების სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და მომსახურების პირობებით, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა)
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.
რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?
ეროვნული სასახლე ან/და აფილირებული პირები ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, ეროვნულმა სასახლემ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც ეროვნულმა სასახლემ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. ეროვნული სასახლე ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად არის აუცილებელი.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს ეროვნული სასახლე. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან ეროვნულ სასახლესთან აფილირებული პირები, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან კავშირი ეროვნული სასახლის ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ, გაეცნოთ ასეთი მესამე პირების ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუკი თქვენ მათ ვებგვერდებს იყენებთ, იმდენად, რამდენადაც ეროვნული სასახლე არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.
წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ეროვნულ სასახლესთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან რეგულაციას.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
როდესაც თქვენ სტუმრობთ ეროვნული სასახლის ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, ეროვნული სასახლის ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).
დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა მომსახურების მიმღები თქვენ ბრძანდებით, მაგალითად როდესაც იხდით ასეთი მესამე პირებისადმი დავალიანებას ან/და ავსებთ თქვენი ანგარიშის ბალანსს.
ეროვნული სასახლე გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს: - ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის; -მომსახურების მიმღებისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის; -ეროვნული სასახლის სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის; - ჩვენი პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად; - წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
ეროვნული სასახლე იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.
როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?
ეროვნული სასახლე იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.
მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა.
გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე ეროვნული სასახლეს ნებას არ რთავთ.
როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება ეროვნული სასახლის ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, ეროვნული სასახლის მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან ეროვნული სასახლის ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.
ხშირ შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.
თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ეროვნული სასახლის ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
ეროვნულმა სასახლემ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან ეროვნული სასახლისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც ეროვნული სასახლის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.
ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?
ეროვნულმა სასახლემ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ ეროვნული სასახლის მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
როგორ ვექცევით ეროვნული სასახლის მიერ და ეროვნული სასახლისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებებს?
ეროვნული სასახლის მიერ და ეროვნული სასახლისთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მეილი და სხვა) ჩვენ ავტომატურად ვინახავთ, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური). ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ეროვნული სასახლისათვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ეროვნული სასახლესთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.
როგორ ვეპყრობით 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას?
ეროვნული სასახლის პროფილის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგროვებს პერსონალურ მონაცემებს 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ, რომელთაც უწევს მომსახურებას.
ეროვნული სასახლისათვის ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან/და კანონიერი წარმომადგენლებისგან.
როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ: - გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს; გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@nationalpalace.ge