ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდგომ, ეტაპობრივად დაგიკავშირდებათ ეროვნული სასახლის წარმომადგენელი.
ონლაინ რეგისტრაციისას შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე, სამუშაო დღეებში 11-დან 17 საათამდე:
(+995 32) 298 40 44;
(+995 32) 299 80 88;
(+995) 599 899 755;
სხვადასხვა შეღავათებით მოსარგებლეთა (სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და სხვ.) ონლაინ რეგისტრაცია დასრულებულია.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რიგ სერვისებზე, როგორიც არის ანსამბლი “მზიური”, მევიოლინეთა ანსამბლი “სიმი”, მუსიკალური სტუდია “შვიდკაცა”, “ამერიკული კუთხე” და სხვა წრეები, სტუდიები თუ კლუბები რეგისტრაცია ხდება წინასწარი შერჩევის გზით. აღნიშნული შერჩევების, მოსმენებისა და გასაუბრებების თარიღებზე ინფორმაცია შეგიძლიათ გაარკვიოთ ეროვნული სასახლის ცხელ ხაზზე.
ეროვნული Სასახლის წრეებზე მიიღებიან მსურველები 6 წლის ასაკიდან. გამონაკლისის სახით, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, სახელოვნებო წრეებზე დასაშვებია სკოლამდელი, 4-5 წლის ასაკის მოსწავლის მიღება.
მოსწავლეთა რეგისტრაცია სავალდებულოა ახალი და გასულ წლებში არსებული მოსწავლეებისთვის.
ეროვნული სასახლის ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ მოსწავლეს დოკუმენტების წარმოდგენა ხელმეორედ არ ესაჭიროება, გარდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ცნობისა (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 70 000).
სასახლის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა პლასტიკური ბარათი და ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება სასახლესა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის.
ხელშეკრულებაში მითითებული თანხა შეადგენს სწავლების ერთი თვის საფასურს. საფასურის გადახდა მოხდება წინასწარ, დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.
18 წლამდე ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებული არიან საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან. ასეთივე, გადასახადებისგან თავისუფლდებიან მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, შშმ პირები, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები ( გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).
სასახლეში შემოსული მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ მხოლოდ „ამერიკულ კუთხეში“, გათავისუფლებულნი არიან სარეგისტრაციო საფასურის გადასახადისაგან და ექვემდებარებიან განსხვავებული წესით რეგისტრაციას;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
(დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში)
ქორეოგრაფიული და მუსიკალური წრის არჩევის შემთხვევაში სავალდებულოა მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა. ჯანმრთელობის ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის ფიზიკურ მდგომარეობაზე პასუხს აგებს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.
რეგისტრაციის საფასური
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 74327 7499
დანიშნულება – (მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი) რეგისტრაციის ღირებულება.
თანხა – 25 ლარი
სწავლის საფასური
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 74327 7332
დანიშნულება – მიუთითეთ პედაგოგის სახელი და გვარი, მოსწავლის სახელი და გვარი.