Jun 12, 2023
10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ჭადრაკში - ბარბარე ჭიოკაძე ბარბარემ, ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატზე 11-იდან 8 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა! ბარბარე - #ეროვნულისასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელია, მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი გახლავთ! ქ. ბათუმში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8 – 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის (5 – 12 ივნისი). ტურნირში მონაწილეობდა 35 ქვეყნის, 450 გოგონა და ჭაბუკი. ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლა
ეროვნული სასახლის ყოფილი დირექტორი თანამშრომლებს დაემშვიდობა
2024 წლის ახალგაზრდული ფორუმი
ტიგრან პეტროსიანის XVII მემორიალი