13 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ეროვნული სასახლის არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების წრეების „ხის სათამაშოები“ და „დიზაინი დამწყებთათვის“ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა!
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო აღსაზრდელთა მიერ შექმნილი მექანიკური სათამაშოები, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული სათამაშო ასაწყობი ,,ფაზლები" და ქაღალდის ფერადი მრავალფეროვანი აპლიკაციების ნამუშევრები.