ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.
მონაწილეებმა კონფერენციის 9 სექციაში წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები, რომელიც მიეძღვნა „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას“.
მოსწავლეთა სასწავლო-კვლევითი კონფერენციის მიზანია, მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა.
ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები 12-დან - 18 წლის ჩათვლით. წელს საქართველოს მასშტაბით, შემოვიდა 300-ზე მეტი ნაშრომი, დასკვნით ეტაპზე, თემის დასაცავად წარმოდგენილი იყო 70-მდე თემის ავტორი.
კონფერენციის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი, ხოლო კონფერენციის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ პირველი და მეორე ხარისხის სიგელებითა და წამახალისებელი პრიზებით.
სასახლეში მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, კონფერენციას საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.