12 ოქტომბერს, ეროვნულმა სასახლემ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა.ახალგაზრდული ფორუმი 2024 უკვე მეორედ გაიმართა სასახლის მედიათეკის მიერ. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებს აღმოაჩინონ მათ ირგვლივ არსებული პრობლემები, შექმნან სათემო პროექტები და გააძლიერონ ურთერთთანამშრომლობა, როგორც თანატოლებთან ისე დაინტერესებულ მხარეებთან.
წლევანდელ ფორუმში თბილისის სხვადასხვა სკოლიდან 50 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ბავშვები მრგვალი მაგიდის ირგვლივ 10 კაციან ჯგუფებად გადანაწილდნენ. ჯგუფებში მუშაობას და პროექტების მზადებას ფასილიტაციას მედიათეკის კლუბების მენტორები ხელმძღვანელობდნენ. თითოეულმა ჯგუფმა წინასწარ შერჩეულ თემებზე შექმნა პროექტი, რომლის პრეზენტაციაც ფორუმის მეორე მონაკვეთში გაიმართა.
2024 წელს ფორუმისთვის შერჩეული იყო 6 თემა:
კლიმატის ცვლილება
შრომითი უფლებები
ციფრული უსაფრთხოება
ევროინტეგრაცია
სოციალური ქსელების გავლენა
ფინანსური წიგნიერება.
2024 წლის ახალგაზრდულ ფორუმს ესწებოდნენ ორგანიზაციები/სააგენტოები/კომპანიები:
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
CENN
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
სახალხო დამცველის აპარატი,
მედიის განვითარების ფონდი
მშობლები განათლებისთვის
თბილისის მოზარდთა სახლი
ჯეოლაბი
უნილაბი
ჩართე
ფინედუ
GELI- საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
ფსიქოლოგი-ნათია ჭოჭუა
ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროექტებით არაერთი ორგანიზაცია, კომპანია დაინტერესდა და ბავშვებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პროექტებზე სამუშაოდ ორგანზიაციებსა და გუნდებს 3 თვე ექნებათ.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება დეკემბერში გაიმართება, რომელზეც ყველა პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყობა.