11 იანვარს ეროვნულ სასახლეში კონკურსი „ჩემი ხელნაკეთი მანქანა“ გაიმართა. დედაქალაქიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 8-იდან 15 წლამდე ასაკის მოზარდებმა აუდიტორიასა და ჟიურის მათ მიერ შექმნილი მანქანები წარუდგინეს.
კონკურსში მონაწილეობდა 45 ბავშვი და სულ 9 გუნდი დაკომპლექტდა. მათ ერთი საათი ჰქონდათ, ერთმანეთისგან განსხვავებული და სახასიათო ტიპის ნამუშევრების შესაქმნელად. ✔️კონკურსის შედეგები ასე გადანაწილდა: I ადგილი - გუნდი „არწივები“ ; II ადგილი - გუნდი x თაობა; III ადგილი - გუნდი „კაპრომაქსი“
სპეციალური პრიზი კი გუნდ „რიონის“ წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვასილ ქარსელაძემ გადასცა. გუნდის წევრები ზაფხულის დღეეებს თბილისის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში გაატარებენ.
ეროვნული სასახლის დირექტორმა - ნინა ყიფიანმა კონკურსის საპრიზო თასი ქალაქ ვანის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელს გადასცა - ყველაზე მეტი მოზარდი კონკურსში მონაწილეობას სწორედ აღნიშნული სკოლიდან იღებდა.