მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება წელს მესამედ შეუერთდა კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს (7-13 დეკემბერი), რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 2020 წელს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის თემაა – „კომპიუტერული მეცნიერება სოციალური თანასწორობისთვის“.
კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის – ადმირალ გრეის ჰოპერის (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკული საზღვაო ფლოტის ადმირალი და ამავე დროს – გამომგონებელი, მეცნიერი და პროგრამისტი. მან შექმნა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი და შემოიტანა ტერმინი „ბაგი“ (შეცდომა პროგრამაში). გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ).
წელს მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე კვირეული განსხვავებულად, ონ-ლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. კვირის განმავლობაში ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული იყო წამყვანი პროგრამისტების საინტერესო ლექციები, სტატიები, მილოცვები. აგრეთვე ამავე მიმართულების პროგრამიპების მასწავლებლის ქეთევან გუჯეჯიანის პრეზენტაცია, რომელიც ჩაწერილია საგაკვეთილო პროცესში.
ლექციები:
საუბრები სასახლიდან – თემა ,,ტექნოლოგიური განვითარება და ახალი პროფესიები”.
ეროვნული სასახლის პროექტების და პროგრამების სამსახურის უფროსი – ლევან დვალი და ილიას სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ნანა დიხამინჯია.
“ხელოვნური ინტელექტი” – წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი პაატა გოგიშვილი.
ლექცია ჩატარდა კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, 2019 წელს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისთვის. ლექციას მოსწავლეთა დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა.
„გრეის მიურეი ჰოპერი“
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პარტნიორი – წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების დიდი ხნის მეგობარი, კობა გელაშვილი.
მილოცვები:
ინფორმატიკაში მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების დიდი ხნის მეგობარი, პროფესორი გიორგი მანდარია.
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს ნიუ-იურკიდან მოგვილოცა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პროგრამისტმა – ზვიად მეტრეველმა.
ზვიად მეტრეველი მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულია. მას მოპოვებული აქვს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ასევე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. ის იყო პირველი ქართველი, რომელიც ამ შთამბეჭდავი მიღწევების გამო სრული დაფინანსებით მიიღეს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობით.
დღეს ზვიადი საკმაოდ წარმატებული ადამიანია, ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კვირეული ეძღვნება ამერიკული საზღვაო ფლოტის ადმირალს და ამავე დროს – გამომგონებელს, მეცნიერს, პროგრამისტს – გრეის მიურეი ჰოპერს (Grace Hopper).
1815 წლის 10 დეკემბერს დაიბადა ადა ლავლეისი, იგივე ავგუსტა ადა ბაირონი, სახელგანთქმული ჯორჯ გორდონ ბაირონისა და არისტოკრატ ენ იზაბელა მილბენკის ქალიშვილი.
იმ დროს, როდესაც მათემატიკა „კაცის საქმედ“ მიიჩნეოდა, ადა ლავლეისი იმ სფეროთი დაინტერესდა, რომელსაც მოგვიანებით კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმატიკა, პროგრამირება ეწოდა. მან პროგრამირების ენა გამოიგონა და პირველი კომპიუტერის გაჩენამდე ბევრად ადრე, კომპიუტერული პროგრამა დაწერა.
გაიგეთ მეტი ადა ლავლეისის შესახებ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროგრამირების წრის პედაგოგის ქეთი გუჯეჯიანის პრეზენტაცია „ლავლეისი, ტურინგი და კომპიუტერების გამოგონება“
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ღონისძიებაა ე.წ. “კოდირების საათი” (Code Hour), რომლის მიზანია ერთ საათში გააცნოს მოსწავლეებს პროგრამირების საწყისი ცნებები და მისცეს საშუალება თავად შექმნან უმარტივესი პროგრამა.
ატვირთული იყო ხანის აკადემიის მიერ ამ მიზნით მომზადებულ მასალას.