„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2020“
„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება – თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2020“
Dec 13, 2020
11, 12 და 13 დეკემბერს, ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020”.
კონფერენცია ეძღვნებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლისთავს და მიზნად ისახავდა ქალების როლის ზრდის ხელშეწყობას თავდაცვის სექტორში.
11 დეკემბერს, კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს: ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ, ეროვნული სასახლის, თბილისის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ნათელა ურუშაძემ, საქართველოში აშშ-ს საელჩო პრეს ატაშემ ჯონ ფერიმ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, დოქტორმ როზარია პუგლისმა, საქართველოს ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა თამარ ლობჟანიძემ, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა და გაეროს კლუბის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, დოქტორ რობერტ ფილიპსმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა.
კონფერენციის მეორე დღეს, გაიმართება სტუდენტური დისკუსიის სამი პანელი შემდეგ თემებზე:
ქალები მშვიდობის მოლაპარაკებასა და კონფლიქტის გადაჭრის საკითხებში;
ქალები სამხედრო სამსახურში;
ქალები მშვიდობასა და უსაფრთხოებაში 20 წლის შემდეგ.
სტუდენტურ პანელებზე, ათწუთიანი სიტყვით გამოვიდნენ მომავალი ლიდერები ბელგიიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ბელორუსიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, ავსტრიიდან და საქართველოდან.
სტუდენტურ პანელებზე ასევე მოწვეულნი იყვნენ პროფესიონალი სპიკერები ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტიდან, SwissPeace-დან, ფლეთჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან, აშშ-ს საელჩოდან, ნატოს სამეკავშირეო ოფისიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგიდან მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის (WILPF) და სხვა.