ეროვნულ სასახლესა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეროვნულ სასახლესა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Mar 16, 2022
დღეს, 2022 წლის 16 მარტს,ეროვნულ სასახლესა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.დოკუმენტს ხელი ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ და მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს „გაერთიანებასა“ და „სასახლეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივი პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის განხორციელებას;
„მოხარული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს, ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, ახალგაზრდა თაობას შევთავაზოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტები ხარისხიანი ცოდნის შესაძენად. მჯერა, რომ ეროვნული სასახლის და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ.
მხარეები მზადყოფნას აცხადებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივიღონისძიებებისჩატარებასა დასაერთო პროექტების განხორციელებაში;პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობენკულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების, გამოფენებისა და სხვა საქმიანობების ერთობლივ განხორციელებას.