ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 4 თებერვალს, უკვე მეექვსედ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლები. ეროვნული სასახლის აღსაზრდელები და პედაგოგები. საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების, მათ შორის: თბილისის მე-10, 98-ე, 145-ე, 173-ე, 181-ე, აფხაზეთის მე-2, მე-3, ახალქალაქის მე-5, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ეშტიის N1, მარნეულისა და გარდაბნის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეები. პარიზისა, ლონდონის და მილანის საკვირაო სკოლების აღსაზრდელები.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე” მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ შევუერთდეთ ამ საერთაშორისო ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში!