უკვე 81 წელია ეროვნული სასახლე, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობას ემსახურება!
სასახლელებს, პედაგოგებს, აღზრდილებსა და აღსაზრდელებს ვულოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს!!!
ჩვენი გუნდი აგრძელებს ეროვნული სასახლის - არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის განვითარებას და მისი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მისიის ღირსეულად შესრულებას.
#ისტორია „1941 წლის 2 მაისს შენობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სახელით გაიხსნა. სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა სასახლის დაბადების დღედ."