15 მაისს, ეროვნული სასახლის სააბიტურიენტო პროგრამის პედაგოგების ორგანიზებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდა.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გამოეცადათ საკუთარი თავი და გადაელახათ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში.
გასწორებული ნამუშევრების პასუხები აბიტურიენტებს გადაეგზავნებათ პირად ელ. ფოსტაზე და ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც სააბიტურიენტო პროგრამის პედაგოგები რჩევებს მისცემენ აბიტურიენტებს და განიხილავენ ნაშრომებს.
შეგახსენებთ, რომ ტესტები მომზადებულია ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშის მიხედვით.