May 16, 2022
თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ ესეების კონკურსს.
თემის სათაური:
„დამოუკიდებელი საქართველო და 21-ე საუკუნის გამოწვევები“
„მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი!“
„დამოუკიდებლობის ფასი და საზღაური“
ესეების მიღება შესაძლებელი იქნება 20 მაისის ჩათვლით. კონკურსი დასრულდება 25 მაისს და გამარჯვებული გამოვლინდება 26 მაისს.
კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული:
პირველი გამარჯვებული - „ჟიურის რჩეული", რომელსაც გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
მეორე გამარჯვებულს - „მკითხველთა რჩეული“, გამოვლინდება სასახლის FB გვერდზე გამოქვეყნებულ ესეებზე დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით.
გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს: სიგელებსა და მხატვრულ ლიტერატურას.
ეროვნული სასახლე წინასწარ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებას!
კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3waNXX5
ჩაერთე კონკურსში, მიიღე ცოდნა და გამოცდილება!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 89 97 55;
გისურვებთ წარმატებას!
ეროვნული სასახლის ყოფილი დირექტორი თანამშრომლებს დაემშვიდობა
2024 წლის ახალგაზრდული ფორუმი
ტიგრან პეტროსიანის XVII მემორიალი