ეროვნულ სასახლესა და რე:ედუქეითს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეროვნულ სასახლესა და რე:ედუქეითს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
May 20, 2022
20 მაისს, ეროვნულ სასახლესა და რე:ედუქეითს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და რე:ედუქეითის დირექტორმა ნინო მიქაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთის საქმიანობისადმი ხელშეწყობის პრინციპზე.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების და პროგრამების განხორციელება. მონაწილეობის მიღება სამუშაო შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე-ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს შესაძლებლობა მიეცემათ რეალურ პროექტებში მონაწილეობით შეისწავლონ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიები და მნიშვნელოვნად გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. ამგვარად, ისინი შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში.
რე:ედუქეით სივრცე მომავლის განათლებას და ახალ ტექნოლოგიებს აერთიანებს, ხოლო ეროვნული სასახლე 81 წლიანი ისტორიის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა და შინაარსის გარდა, ულამაზესი არქიტექტურული იერსახე აქვს. ძველისა და ახლის ნაზავი განსაკუთრებულ გარემოს შექმნის, როგორც ჩვენი ინვესტორებისთვის, ისე პარტნიორებისთვის.