საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს, კვირას 17 საათსა და 10 წუთზე ეროვნული სასახლის ,,თეთრ დარბაზში" მიიღო საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელიც თანასწორად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.
დამოუკიდებლობის აქტი ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა, მან თქვა: ,, ამ დარბაზში დღეს მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, დღესვე, ამავე დარბაზში ეყრება საძირკველი მეორე სახელმწიფოს"
ეროვნული სასახლე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს